მახასიათებლები
- სათაური: სიტყვები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჟან-პოლ სარტრი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 134
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3290
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
I
ქალბატონ z-ს
ვკითხულობ
ეს იყო ელზასში, დაახლოებით 1850 წელს. წვრილშვილდახვეული მასწავლებელი იძულებული გახდა ბაყლობას დასჯერებოდა. მაგრამ გადამდგარი მოძღვარი სამაგიეროს გადახდას ფიქრობდა: რახან მან გონების განსწავლაზე ხელი აიღო, ერთ-ერთმა შვილმა სულები უნდა განანათლოს. ოჯახს თავისი წინამძღვარი ეყოლება. შარლი ხუცესი გახდება. მაგრამ შარლმა უგანა და სხვა გზა აირჩია: სახლიდან გაიქცა და მოჯირითე ქალს აედევნა. შვილის სურათი პირით კედლისაკენ შეაბრუნეს და მისი სახელის ხსენებაც-კი აღკვეთეს. ახლა ჯერი ვისზე მოდგება? ოგიუსტმა არ დააყოვნა, მამისა არ იყოს, თავი გაწირა - ვაჭრობას მიჰყო ხელი და კარგი ხეირიც ნახა. ახლა ლუიღა დარჩა, რომელსაც გარკვეული მიდრეკილებანი არ გააჩნდა. მამა დაეპატრონა ამ თვინიერ ბიჭს, ბევრი არ ალაპარაკა და მღვდლად აკურთხებინა. შემდგომში ლუიმ მშობლისადმი მორჩილება იქამდე განავრცო, რომ გაამღვდელა თავისი შვილიც - ალბერ შვეიცერი, რომლის ცხოვრება ცნობილია. ამასობაში შარლი ვერ დასწევია თავის მოჯირითე ქალს. მამის ლამაზმა საქციელმა წარუშლელი დაღი დაამჩნია მთელ მის ცხოვრებას: ყოველივე ამაღლებულის გემო გაეხსნა და თავს სდებდა, რომ მცირე ამბები გაეზვიადებინა და დიდმნიშვნელოვან მოვლენებად მოეჩვენებინა. როგორც ხედავთ, მას არც უფიქრია გვერდი აეხვია მემკვიდრეობითი მისწრაფებისათვის. ოღონდ უნდოდა უფრო უწყინარი სულიერი მოღვაწეობისათვის შეეწირა თავი და ზიარებოდა ისეთ საქმეს, რომელიც მოჯირითე ქალებსაც არ გამორიცხავდა. ასეთი იყო უმაღლესი სასწავლებელი: შარლმა გადაწყვიტა გერმანული ენის მასწავლებელი გამხდარიყო, დაიცვა დისერტაცია ჰანს საქსის შესახებ, პირდაპირი მეთოდის მომხრე გახდა, შემდგომში გამოაცხადა თავი ამ მეთოდის ფუძემდებლად, ბატონ სიმონოსთან ერთად გამოაქვეყნა ფრიად დაფასებული სახელმძღვანელო „Deutsches Lesebuch”, და სწრაფად გაიკვეთა გზა: ჯერ მაკონი, მერე ლიონი, შემდეგ პარიზი. პარიზში, სწავლის დამთავრებისადმი მიძღვნილ საღამოზე წარმოსთქვა სიტყვა, რომელიც ცალკე გამოცემის ღირსად შეიქნა: „ბატონო მინისტრო! მოწყალეო ქალბატონებო...
ჟან-პოლ სარტრი
ჟან-პოლ სარტრი (21.06.1905-15.04.1980) - ფრანგი ფილოსოფოსი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. არის XX საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის წამყვანი ფიგურა; ეგზისტენციალიზმისა და ფენომენოლოგიის გამორჩეული წარმომადგენელი. 1964 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, რომელიც უარყო.