მახასიათებლები
- სათაური: ალტონელი განდეგილები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჟან-პოლ სარტრი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 96
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3345
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მოქმედი პირნი;
მოქმედება პირველი;
მოქმედება მორე;
მოქმედება მესამე;
მოქმედება მეოთხე;
მოქმედება მეხუთე;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
პიესა ხუთ მოქმედებად
მოქმედი პირნი
მოქმედება პირველი
მოქმედება მორე
მოქმედება მესამე
მოქმედება მეოთხე
მოქმედება მეხუთე
შენიშვნები
მოქმედი პირნი:
ლენი
იოჰანა
ვერნერი
მამა
ფრანცი
ამერიკელი
ქალი
ლეიტენანტი კლაგი
ფელდფებელი
გესტაპოელები
მოქმედება პირველი
დიდ სასტუმრო დარბაზში XIX საუკუნის მიწურულის გერმანული სტილის მდიდრული, უგემოვნო ავეჯი დგას. ზემო სართულზე ამავალი შიდა კიბე პატარა პარმაღით ბოლოვდება, რომელზედაც დახურული კარი გამოდის. ხელმარჯვნივ, ორფრთიანი, შემინული კარი დაბურულ ბაღში გადის. ხის გუმბათებში გამოღწეული დღის სინათლე ოთახს მომწვანო შუქს ფენს. კედელზე ფრანცის სამი, ვეებერთელა ფოტოსურათი კიდია. სამივე სურათს, ჩარჩოს ქვედა კუთხეში, მარჯვნივ, სამგლოვიარო შავი ბაბთა ამჩნევია.
გამოსვლა პირველი
ლენი, ვერნერი, იოჰანა
ლენი დგას, ვერნერი სავარძელში ზის, იოჰანა - ტახტზე. ყველა დუმს. ცოტა ხნის შემდეგ, დიდი, გოთური სტილის კედლის საათი სამჯერ დარეკავს. ვერნერი წამოხტება.
ლენი (იცინის): სმენა! (პაუზა). ოცდაცამეტი წლის კაცი კი გქვია!
(გაღიზიანებულია) დაჯექი, თუ ღმერთი გწამს!
იოჰანა: რატომ? უკვე დროა?
ლენი: დროა? ლოდინი მოგვიწევს.
(ვერნერი მხრებს აიჩეჩავს).
მოგვიწევს! მშვენივრად იცი, რომ ასე იქნება.
იოჰანა: რა იცის?
ლენი: ასეთი წესია. ჩვენი ოჯახური თათბირი ასე იწყება ხოლმე.
იოჰანა: ხშირად თათბირობთ?
ლენი: წინათ ჩვენთვის ეს ზეიმი იყო.
იოჰანა: ყველას თავისი ზეიმი აქვს. მერე?
ლენი (განაგრძობს): ვერნერი ძალიან ადრე მოდიოდა, მოხუცი ჰინდენბურგი კი აგვიანებდა.
ვერნერი (იოჰანას): არ დაუჯერო, მამა ყოველთვის მხედრულად ზუსტი იყო.
ლენი: მართალია. ჩვენ აქ ველოდით, თვითონ კაბინეტში იჯდა, სიგარას აბოლებდა და თან საათს უყურებდა. მხედრული...
ჟან-პოლ სარტრი
ჟან-პოლ სარტრი (21.06.1905-15.04.1980) - ფრანგი ფილოსოფოსი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. არის XX საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის წამყვანი ფიგურა; ეგზისტენციალიზმისა და ფენომენოლოგიის გამორჩეული წარმომადგენელი. 1964 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, რომელიც უარყო.