მახასიათებლები
- სათაური: რისთვის ვწერთ?
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჟან-პოლ სარტრი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 9
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2590
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
რისთვის ვწერთ?
შენიშვნები:;
გადაფურცვლა
(წიგნიდან „რა არის ლიტერატურა“?)
ყოველი ადამიანური მცდელობა ორსახოვანია: იგი ერთდროულად წარმატებაცაა და მარცხიც. ჩვენი, მწერლების საქმე და ადამინური არსებობის საფუძველი წერაა. ჩვენ მთლიანად „ჩართულნი“ ვართ ჩვენს ნაწერებში. მაგრამ ეს სრულიად არ გულისხმობს ამაზრზენ პასიურობას: პირიქით, ეს „ჩართვა“ გააზრებული, ნებელობითი აქტია, ჩვენი თავისუფალი არჩევანის უპირველესი და უმაღლესი გამოხატულებაა. მაშ, თუ ასეა, დავეკითხოთ საკუთარ თავს: „რისთვის ვწერთ“?
ყოველი ჩვენგანი საკუთარ ახსნას უძებნის ამ კითხვას: ერთისთვის ხელოვნება გაქცევაა, მეორესთვის კი რაღაცის დაპყრობა, მოხელთება. მაგრამ გაქცევა, სამყაროს შფოთისაგან თავის გარიდება განდეგილის სენაკში, სიგიჟეში ან სიკვდილშიც შეიძლება, დაპყრობა და დამორჩილება იარაღის მეშვეობით ხორციელდება. მაშ, რატომღა ვირჩევთ მწერლობას და წერას? რატომ მაინც და მაინც მისი დახმარებით ვაპირებთ გარიდებას ან რაღაცის დალაშქვრას? იმიტომ, რომ მწერალთა მისწრაფებებსა და მიზნებს საფუძვლად უდევს ყველასთვის საერთო და აუცილებელი ღრმა არჩევანი. მეც სწორედ ამ მიზნის წარმოჩენას ვაპირებ.
თითოეულ ჩვენს წარმოდგენასა თუ აღქმას ადამიანური სინამდვილის „მამხილებელი“ ხასიათის შეცნობა ახლავს თან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოფიერება ამ სინამდვილის წყალობით არსებობს, ანუ, სხვა სიტყვებით თუ გნებავთ, ადამიანი არის საშუალება, რომლის გამოისობით ამა ქვეყნის საგნები მჟღავნდებიან. სამყაროში ჩვენი არსებობა ამრავლებს კავშირებს - სწორედ ჩვენ ვამყარებთ მიმართებას ამ ხესა და ზეცის ამ კიდეს შორის, ჩვენი დამსახურებაა, რომ საუკუნეების წინათ მინავლებული ეს ვარსკვლავი, ეს ნაკადული მთვარე და ბნელი მდინარე კონკრეტულ პეიზაჟში იყრის თავს. ყოველი ჩვენი აქტი სამყაროს ახალ სახეს წარმოაჩენს. მაგრამ თუკი ვიცით, რომ ყოფიერების „აღმომჩენნი“ ვართ, ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ „ყოფიერების მწარმოებლებად“ საკუთარ თავს ვერ ვიგულვებთ. თუ კი ამ პეიზაჟს ზურგს მივუბრუნებთ, მოწმის გარეშე შთენილი, იგი სიბნელეში შთაინთქმება. დიახ, ასეც იქნება, მაგრამ,...
ჟან-პოლ სარტრი
ჟან-პოლ სარტრი (21.06.1905-15.04.1980) - ფრანგი ფილოსოფოსი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. არის XX საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის წამყვანი ფიგურა; ეგზისტენციალიზმისა და ფენომენოლოგიის გამორჩეული წარმომადგენელი. 1964 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში,