მახასიათებლები
- სათაური: ჰეროსტრატე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჟან-პოლ სარტრი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 14
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2522
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ჟან-პოლ სარტრი - ჰეროსტრატე
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
Jean-Paul Sartre - Erostratus
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ჰეროსტრატე
ადამიანები მაღლიდან უნდა დაინახო. ვაქრობდი შუქს და ფანჯარასთან მივდიოდი: ვერც იფიქრებენ, რომ ვინმეს შეუძლია მათ ზევიდან დააკვირდეს. ისინი სახეს ილამაზებენ, ზოგჯერ უკანალს, მაგრამ ყველა მათი ძალისხმევა მეტრი და სამოცდაათი სანტიმეტრის სიმაღლის მაყურებელზეა გათვლილი. ოდესმე ვინმეს თუ მოსვლია აზრად, ნესვის ფორმის ქუდი დაენახა მეექვსე სართულიდან? ადამიანები რატომღაც ერიდებიან მკვეთრფერებიანი, თვალისმომჭრელი ქსოვილების ტარებას. მათ არ იციან, როგორ შეერკინონ კაცობრიობის ამ დიდ მტერს: ცრუ პერსპექტივას. ვიხრებოდი და მეცინებოდა: მაშ, სად არის იგი, ეს საყოველთაოდ აღიარებული „ფეხსალაგიანი სადგური“, რომლითაც ისინი ასე ამაყობენ? ადამიანები ტროტუარზე ერთმანეთს ასკდებიან. თითქოს ორი გრძელი, ნახევრადმოხრილი ფეხი გამოჩრილა მათი მხრებიდან. მეექვსე სართულის აივანი: ეს ის ადგილია, სადაც მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე. მატერიალურად როგორმე თუ არ განვამტკიცეთ მორალური უპირატესობანი, ეს უკანასკნელნი განადგურდებიან. სახელდობრ რაში მდგომარეობს ჩემი უპირატესობა სხვა ადამიანების მიმართ? ესაა პოზიციის უპირატესობა, მეტი არაფერი: მე ადამიანებზე უფრო მაღლა ვიმყოფები. აი, რატომ მიყვარს მე ღვთისმშობლის ტაძარი, ეიფელის კოშკი, საკრე-კერი, ჩემი მეექვსე სართული დელამბრის ქუჩაზე, ესენი არაჩვეულებრივი ადგილებია. ზოგჯერ დაბლა მიწევდა ჩასვლა, მაგალითად,...
ჟან-პოლ სარტრი
ჟან-პოლ სარტრი (21.06.1905-15.04.1980) - ფრანგი ფილოსოფოსი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. არის XX საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის წამყვანი ფიგურა; ეგზისტენციალიზმისა და ფენომენოლოგიის გამორჩეული წარმომადგენელი. 1964 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, რომელიც უარყო.