მახასიათებლები
- სათაური: ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჟან-პოლ სარტრი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 23
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2448
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ჟან-პოლ სარტრი - ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია
Jean-Paul Sartre - L’existentialisme est un humanisme
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ქართველს.
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
მსურს ეგზისტენციალზმის დასაცავად გამოვიდე რიგი ბრალდებებისგან, რომლებიც ამ მოძღვრების მისამართით გაისმის.
უპირველეს ყოვლისა, ეგზისტენციალიზმს იმაში სდებენ ბრალს, თითქოს ის სასოწარკვეთილების კვიეტიზმში ჩაფლობისკენ მოწოდება იყოს: თუ არანაირი პრობლემა არ ექვემდებარება გადაწყვეტას, მაშინ არც სამყაროში მოქმედების შესაძლებლობა არსებობს; საბოლოოდ ეს გონებაჭვრეტითი ფილოსოფიაა, ხოლო ვინაიდან ჭვრეტა - ფუფუნებაა, ჩვენ კვლავ ბურჟუაზიულ ფილოსოფიასთან მივდივართ. ასეთია ბრალდებები ძირითადად კომუნისტთა მხრიდან.
მეორეს მხრივ, იმაში გვდებენ ბრალს, რომ ხაზს ვუსვამთ ადამიანთა სიმდაბლეს, ყველგან ურიგოს, ბნელსა და ბინძურს ვაჩვენებთ, უგულვებელვყოფთ რა მშვენიერსა და სასიამოვნოს, ზურგს ვაქცევთ ადამიანის ბუნების ნათელ მხარეს. ასე მაგალითად, კრიტიკოსი, რომელიც კათოლიციზმის პოზიციაზე დგას, - ქ-ნი მერსიე, - ბრალს გვდებდა იმაში, რომ ჩვენ ბავშვის ღიმილი დაგვავიწყდა. ერთნიც და მეორენიც იმას გვსაყვედურობენ, რომ ჩვენ დავივიწყეთ ადამიანთა სოლიდარობა და ადამიანს ვუმზერთ, როგორც იზოლირებულ არსებას; ეს კი, როგორც კომუნისტები ამბობენ, იმის შედეგია, რომ ჩვენ წმინდა სუბიექტურობიდან, კარტეზიანული „ვაზროვნებ“-იდან გამოვდივართ, ანუ ისევ და ისევ იმ მომენტიდან, რომ ადამიანი...
ჟან-პოლ სარტრი
ჟან-პოლ სარტრი (21.06.1905-15.04.1980) - ფრანგი ფილოსოფოსი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. არის XX საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის წამყვანი ფიგურა; ეგზისტენციალიზმისა და ფენომენოლოგიის გამორჩეული წარმომადგენელი. 1964 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, რომელიც უარყო.