მახასიათებლები
- სათაური: შტრასსენმან
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰერმან კესერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 15
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1275
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ჰერმან კესერი - შტრასენმან
Herman Kesser - Strassenmann
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის უ. ურდოელს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
შტრალენბურგის ქუჩა თავისი დაბალი სახლებითა და პაწია ბაღჩებით მუდამ მშვიდობიანად სთვლემს ქალაქის გარეუბანში. ერთი კაცი, რომელსაც თითქმის ვერასოდეს ვერ ხედავენ, თავისი საოცარი მოქმედებით მეზობლების ყურადღებას იქცევს.
იგი სწორედ ჩემს გასწვრივ მდებარე ნაცრისფერ ქვითკირის სახლში ცხოვრობს; როგორც სჩანს, იგი სავსებით მარტო ბინადრობს მანდ. უწინარეს ყოვლისა საოცარია რომ მას დაკვეთილი აქვს ყველა გაზეთი, რომელიც კი გამოდის ქალაქში. ცნობილია: უკანასკნელად გაზეთები სოკოებსავით მომრავლდნენ. ჩვენს უბანში ისეთ მეგაზეთესაც ვერ იპოვნით ამ ნაცრისფერ სახლში რომ არ შედიოდეს. ეს კაცი ძლიერ გატაცებულია ახალი ამბებით, (ამას ყურადღებას აქცევენ), იტყვით: ამ კაცს უსათუოდ ცნობათა ბიურო გაუმართავსო. მის კარებთან დღენიადაგ იცდიან შიკრიკები, მეფოსტეები, ხშირად გვიან ღამითაც მოაქვთ მასთან წერილი ან ტელეგრამა.
ცხადია, ეს ყოველივე შეუმჩნევლად ჩაივლიდა, შტრალენბურგის ქუჩა მოძრავ და მშფოთვარე ქალაქის კიდეგან რომ არ ყოფილიყო. ამ ქუჩას მოსდევს ასეთივე გამოყრუებული, მაგრამ ოდნავ განიერი ქუჩა, სამრეცხაოებითა და სარძეო დუქნებით მოფენილი.
რამდენიმე ათეული სახლი ხახაში შესცქერის უდაბურ მიდამოს. ამ უდაბნოში ზაფხულობით ქალაქის უბინაო პროლეტარები ცხოვრობენ, ლანდებივით დაღოღავენ ისინი ამ გავერანებულ არეში....