მახასიათებლები
- სათაური: ფილოსოფიური მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ვოლტერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 134
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2326
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- ზადიგი ანუ ბედისწერა
- კანდიდი
- ბაბილონის პრინცესა
- განმარტებები
გადაფურცვლა
ვოლტერი - ფილოსოფიური მოთხრობები
Voltaire – Histoires philosophiques
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის რუსუდან დოდაშვილს და ნუნუ ქადეიშვილს
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ზადიგი ანუ ბედისწერა
კანდიდი
ბაბილონის პრინცესა
განმარტებები
ზადიგი, ანუ ბედისწერა
ამბავი ზადიგისა, მიძღვნილი სულთანის მეუღლე შერაასადმი[1], სადისგან
მე-18 დღე შევალის თვისა, ჰიჯრით[2] 837 წელი.
თვალთა წარმტაცო, გულთა მტანჯველო, გონების სინათლევ! მე არ ვეამბორები თქვენს ფერხთა მტვერს, რადგან აროდეს დადიხართ და თუ გაივლით, ისიც ირანულ ხალიჩებზე ან ვარდებზე. მე თქვენ მოგართმევთ უძველესი ბრძენის თარგმანს წიგნისა, რომლის დამწერსაც ბედნიერება ჰქონდა უსაქმოდ ყოფილიყო და შეეძლო ზადიგის თავგადასავლის წერით თავი გაერთო, ესაა ნაწარმოები, რომელიც უფრო მეტს ამბობს, ვიდრე პირველად გეგონებათ. გთხოვთ წაიკითხოთ იგი და განსაჯოთ.
თუმცა თქვენ ცხოვრების გაზაფხულში ხართ, თუმცა ყოველგვარი სიამე დაგეძებთ, თუმც მშვენიერი ხართ და თქვენი ნიჭი თქვენს სილამაზეს აძლიერებს, თუმც მწუხრიდან გარიჟრაჟამდე ხოტბას გასხამენ და ამის გამო შეიძლებოდა ბინდი გადაჰკროდა თქვენს აზროვნებას - მაინც გაგაჩნიათ ბრძნული გონება და ფაქიზი გემოვნება. მე მომისმენია, რომ თქვენ უფრო ჭკვიანურად მსჯელობდით, ვიდრე გრძელწვერა, წოწოლა ქუდებიანი დევრიშები. თქვენ თავდაჭერილი ხართ, მაგრამ არა ეჭვიანი; თქვენ ნაზი...
ვოლტერი
ვოლტერი (ფრანსუა მარი არუე; 21.11.1694-30.05.1778) - განმანათლებლობის ეპოქის ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი, ცნობილი, როგორც სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლების დამცველი.