მახასიათებლები
- სათაური: ჩვენი თემო
- ISBN კოდი:
- ავტორი: დავით ციკო
- გამომცემელი: დავით ციკო
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 7
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 969
- რეიტინგი: 0.0
გადაფურცვლა
ჩვენი თემო
ქალაქში გვიანი შემოდგომა დაქროდა, მოხეტიალე ქარი ხან ვის მოსტაცებდა ქუდს თავიდან და არბენინებდა ქუჩებსა თუ სკვერებში, ხან კი ვისი აივნიდან ყრიდა დაბლა ყვავილების პატარ-პატარა ქოთნებს და აშინებდა გამვლელ-გამომვლელს თავისი აწყვეტილი ხასიათით. ქუჩაში ყველა თბილად ჩაცმული დააბიჯებდა და ზამთრის მოლოდინში დროს ტყუილად არ კარგავდა, ზოგს უკვე მომარაგებული ჰქონდა სურსათ-სანოვაგე, ზოგიც ახლა ზრუნავდა ყველაფერზე და ბაზრობებისა თუ მაღაზიებისაკენ მიიჩაროდა. საქმე ის გახლდათ, რომ ეს ღვთისგან ბოძებული პატარა ულამაზესი ქალაქი არგო, რომელიც ბრილიანტის მოკაშკაშე ქვასავით იყო ჩასმული შუაგულ მთებში, ზამთრის პერიოდში დიდთოვლობის გამო ხშირად მოწყვეტილი იყო ხოლმე დანარჩენ სამყაროს.მხოლოდ ერთი, მარტოსული, ორმოც წელს მიტანებული ახალგაზრდა მამაკაცისათვის აღარ ჰქონდა მნიშვნელობა როგორ გადააგორებდა იგი დამდეგ ცივ ზამთარს. ის მაინც ყოველთვის ნასვამი იყო და, ასე თუ ისე, სიცივე აღარ აწუხებდა. მას ყველა ჩვენს თემოს ეძახდა. ერთ დროს ძალიან ძლიერი სპორტსმენი იყო თემო, კერძოდ კი, მოკრივე. ბევრჯერ უსახელებია სამშობლო თავისი სპორტული მიღწევბით, განსაკუთრებით ეს პატარა ქალაქი, საიდანაც წარმოშობით იყო. დაუმარცხებელი ათწლიანი ეპოქა ჰქონდა მას შექმნილი თავის სპორტულ კარიერაში და იყო დრო, როცა ყველა ხელის გულზე ატარებდა მას, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ბედი შემდგომ სხვაგვარად აეწყო, რისი მიზეზიც არავინ იცოდა და არც თვითონ ამზეურებდა თავის გრძნობებს სახალხოდ. ახლა ის მთელი არსებით არყის ბოთლში იყო ჩავარდნილი და იქედან ამოსვლას აღარც აპირებდა, დღე არ გავიდოდა ორჯერ ან სამჯერ რომ არ დამთვრალიყო . ოქროს გული ჰქონდა თემოს, ყველა უყვარდა მას და პატივს სცემდა როგორც შეეძლო. უყვარდა ადამიანები, ცხოველები, ბუნება, არ იყო მასში არავითარი სიმუხთლე და ანგარება. ამ დილით იგი თავის ნათლულს გადაეყარა გზაში, სიხარულით ცას ეწია, მაგრამ ამავე დროს მიწა გახეთქვოდა და შიგ ჩავარდნილიყო ის ერჩივნა. კაპიკი ფული არ ედო ჯიბეში, რომ ტაქსით მაინც...