მახასიათებლები
- სათაური: სამი მოთხრობა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ნიკო ლორთქიფანიძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 70
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1117
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
კერიასათვის
დანგრეული ბუდეები
მარად და მარად!
გადაფურცვლა
ნიკო ლორთქიფანიძე - სამი მოთხრობა
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
კერიასათვის
დანგრეული ბუდეები
მარად და მარად!
კერიასათვის
ნაწილი პირველი
I
- ასე, ჩემო ექვთიმე, ერთად ცხოვრება არ სურს, თვარა ყველაფერში რავა იქნებოდა წინააღმდეგი? დედაკაცს ერთი სიტყვა ვერ უთქვამს, რომ ხუნაგივით ყელში არ ეცეს მისი ქაფარი ცოლი.
- მისმა წყევლამ დამიკარგა ჩემი ფილიპე. მაგას დაეკარგა თვალში სინათლე! - ჩაუმატა პასიკიამ.
მოხუცებული, სოფელში პატივცემული ექვთიმე ჯანელიძე მშვიდად უსმენდა ცოლ-ქმრის დაუსრულებელ საჩივარს ძმასა და რძალზე.
- აქამდი რადგან მისულა საქმე, სხვა რაღა საშველია, უნდა გეიყაროთ... მარა... მაინც რაზე მოგივიდათ უსიამოვნება?.. დღეის თხუთმეტს ქე ვიყავი აქანე და არაფერი მინახავს იმისთანა...
- რას ბრძანებ, რას ბრძანებ? დღეის თხუთმეტს კი არა, თხუთმეტი წელიწადია, შე დალოცვილო, ვითმენთ და ვითმენთ, ხო იცი? ვინახავთ ნამუსს. მაგრამ, რომ არაფერი გეგვეწყო, წყალი რა არი, ცივი წყალი, ისიც კი ენანება მაგ საწყალს ჩვენთვის.
- იქნება თქვენ მეტს ხარჯავდით ოჯახში და ეს წყინდათ? - დაეკითხა ექვთიმე, რომელიც ახლა იმის ანგარიშში იყო, თუ რამდენი ერგებოდა გასაყოფი.
- მეტს რაში დავხარჯავდით? ორი ცოლ-ქმარი ჩვენ ვართ და ორი ისინი არიან, ორი ბაღანე ჩვენ გვყავს, ორი - იმათ...
- არ შეგჭამოს მიწამ! ახლა ჩვენზე ხელმომჭირნეთ...
ნიკო ლორთქიფანიძე
ნიკო ლორთქიფანიძე (29.09.1880-25.05.1944) - ქართველი მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია XX საუკუნის ქართული პროზის შემდგომ განვითარებაზე.