მახასიათებლები
- სათაური: ენგადი
- ISBN კოდი:
- ავტორი: გრიგოლ რობაქიძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 17
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1428
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
გრიგოლ რობაქიძე - ენგადი
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ხევსურეთი
ზაფხულის დამდეგი იყო, როცა ერთი რუსული საფილმო საზოგადოებისაგან წინადადება მივიღე გავყოლოდი მის მიერ გამზადილ ექსპედიციას ხევსურეთში, როგორც მცოდნე ქართული ენისა. დიდი სიხარულით შევხვდი ამ წინადადებას. ეხლა შემეძლო ადგილზე გავცნობოდი ამ უსაიდუმლოეს ტომს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ კავკასიის ტომთა შორის. ხევსურები მეჩვენებოდნენ შორიდან მუდამ როგორც ცოცხალი დანაშთი ერთი უსახელო, ძველი, საუკუნეებში გარდასული ხალხისა. ჩემმა ნატვრამ ამ დანაშთის ხილვისა იმატა ფრიად. ერთ მზიან დღეს კიდეც შევუდექით გზას კავკავიდან. ექსპედიცია ოთხი კაცისაგან შესდგებოდა. მე მეხუთე ვიყავ.
საქართველოს სამხედრო გზა ჩემთვის სრულყოფილი ქმნილებაა ბუნებისა, არა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი თვალწარმტაცი და ლამაზია; სხვაგან შეიძლება უფრო თვალწარმტაცი და ლამაზი ადგილი მოინახოს. ეს გზა ერთი მთლიანი ხელოვნური ქმნილებაა, 200 კილომეტრზე ჰარმონიულად გაშლილი - აქაა მისი უპირატესობა. ყოველი ნაკვეთი მისი ლანდშაფტისა გულისხმიერი ელემენტია კომპოზიციური სასტიკად დაცული მთელისა. კავკავიდან უნდა გადმოხვიდე, რომ ნამდვილად იგრძნო სიმშვენიერე მისი; თბილისიდან იგი შესაძლოა მოგეჩვენოს, როგორც უკუღმა დაშვებული ფილმის ზოლი. მიწა აქ მართლა „დედა მიწაა“, თბილსაშოიანი და ნაყოფმადლიანი. გულის ფრიალით გზნებ ცოცხალს მძლეოსან მითოსს: წინაქვეყნიური დაგქროლავს და გევლება...
გრიგოლ რობაქიძე
გრიგოლ რობაქიძე (დ. 28 ოქტომბერი, 1882, სვირი, დასავლეთ საქართველო - გ. 19 ნოემბერი, 1962, ჟენევა) - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი; საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი.