მახასიათებლები
- სათაური: სამი მოთხრობა
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 21
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1108
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ცხრა ქალწული
ეშმაკის ქვა
ჩანჩურა
გადაფურცვლა
მიხეილ ჯავახიშვილი - სამი მოთხრობა
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ცხრა ქალწული
ეშმაკის ქვა
ჩანჩურა
ცხრა ქალწული
ზურაბი ვაგონიდან გამოვიდა და მიიხედ-მოიხედა. ბაქანზე არავინ იყო. არც მისი საყვარელი დაიკო ელენე და არც უძვირფასესი დედა მართა. ის მრავალჯერ დაბრუნებულა შორი მგზავრობიდან, მაგრამ ერთხელაც არ ახსოვს, რომ სადგურზე არავინ დაჰხვედროდა.
ზურაბს ოცი დღის წინათ მოსკოვში დეპეშა მოუვიდა: „ვთხოვდები. შენს დაბრუნებას ვერ მოვუცდი. მიზეზს რომ გაიგებ, უეჭველად მაპატიებ. ქორწილი ზეგ გვექნება. შემინდე. მომილოცე. გკოცნით. ელენე“.
ზურაბი გაოცდა, დაღონდა, გაბრაზდა: მისი ერთა ელენე ჯერ სტუდენტია. ერთი წლის შემდეგ ინჟინერის დიპლომს მიიღებს. ისიც ზურაბივით შრომის მოყვარეა, დარბაისელი, უჯიათი და... ასე უცბად რა მოხდა? რამ ააჩქარა, ვინ გააგიჟა? მას სიტყვა ჰქონდა მოცემული, რომ დედისა და ძმის ნებადაურთველად არ გათხოვდებოდა. საქმრო თანხმობით უნდა აერჩიათ. ახლა კი ვიღაცამ ააჩქარა, მოიტაცა, სიტყვა გაატეხინა. ნეტა ვინ არის ის ბედნიერი - ექიმი, ვექილი, აგრონომი თუ ინჟინერი?
ზურაბი კარგა ხანს შფოთავდა და ძლივს მიხვდა, რომ იმ სიშორეზე ვერაფერს მიაგნებდა, ორ დღეში ვერაფერსაც ვერ გაიგებდა. ის დეპეშა ულტიმატუმს ჰგავდა, რომელიც მას ბრმად უნდა შეესრულებინა, ან ბრმადვე უკუეგდო. ამით გაბრაზებულმა ძმამ ჯერ მოკლე პასუხი დასწერა: „სიძეს...
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი - ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.