მახასიათებლები
- სათაური: ჯალათი
- ISBN კოდი:
- ავტორი: პერ ლაგერკვისტი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 26
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1447
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
პერ ლაგერკვისტი - ჯალათი
Pär Lagerkvist - Bödeln
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ჯალათი სანახევროდ ჩაბნელებულ დუქანში იჯდა. ქონის ერთადერთი სანთლის მხრჩოლავ ნათებაში, რომელიც პატრონს დაედგა, მსრისხანედ დაჰყუდებოდა მაგიდას მისი მძლავრი სხეული სისხლისფერ სამოსში, ხელი შუბლზე მიედო, რომელზეც ჯალათის დაღი იყო ამოშანთული. რამდენიმე ხელოსანი და უბნიდან მოსული სანახევროდ მთვრალი ქარგალი მაგიდის მეორე ბოლოს ხმაურობდა სასმელით ხელში. მის მხარეს არავინ იჯდა. ქვის იატაკზე უხმოდ დასრიალებდა მოახლე, ხელი უკანკალებდა, როდესაც მის კათხას ავსებდა. შეგირდი ბიჭუნა, რომელსაც სიბნელით ესარგებლა და დუქანში შეპარულიყო, გაყურსული აკვირდებოდა მას ანთებული თვალებით.
- კარგი ლუდია, არა, ჯალათო? - წამოიყვირა ერთმა ქარგალმა. - გესმის, ქალბატონი მეპატრონე სახრჩობელაზე გაქცეულა, ქურდის თითი მოუპარავს შენთვის და კასრში ჩაუკიდია ძაფით. ის კი მოიწადინებს, რომ საუკეთესო ლუდი ჰქონდეს, ყველაფერს გააკეთებს, რომ სტუმრებს აამოს. ჰოდა, გესმის, ლუდს ისე არაფერი აძლევს გემოს, როგორც ჩამოხრჩობილის თითი!
- მართლაც გასაოცარია, - ჩაილპარაკა მოხუცმა მეწაღემ, და ჩაფიქრებით მოიწმინდა ლუდი ფერდაკარგული წვერიდან. - რომ ასეთ საქმეებშია გარეული - ყველაფერში საკვირველი ძალაა დაფარული.
- ჰო, თანაც როგორი! მახსოვს, ჩვენს მხარეში ერთი გლეხი ჩამოახრჩეს უნებართვო ნადირობისთვის, თუმცა გაჰყვიროდა, უდანაშაულო...