მახასიათებლები
- სათაური: ბაბილონის პრინცესა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ვოლტერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 38
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1833
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
- XI
- განმარტებები
გადაფურცვლა
ვოლტერი - ბაბილონის პრინცესა
Voltaire - La Princesse de Babylone
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ნუნუ ქადეიშვილს.
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
X
XI
განმარტებები
I
ბაბილონის მეფეს, მოხუც ბელუსს, ქვეყანაზე პირველ კაცად მიაჩნდა თავი. ყოველი კარისკაცი ამას ეუბნებოდა, მისი ისტორიოგრაფებიც ამას უმტკიცებდნენ. მეფის ამ სასაცილო თვითრწმენის გამართლება შეიძლებოდა მხოლოდ იმით, რომ თუმცა მისმა წინაპრებმა ოცდაათი ათასი წლით ადრე ააშენეს ბაბილონი, ბელუსმა იგი გაამშვენიერა. ცნობილია, რომ ბაბილონიდან რამდენიმე ფარასანგზე[1] მდებარე მისი სასახლე და ბაღი იმყოფებოდნენ ევფრატისა და ტიგროსის შორის და წარმოადგენდნენ თვალწარმტაც სანაპიროებს, რომელთაც ეს მდინარეები რწყავდნენ. მისი ვრცელი სასახლე ზეცას სწვდებოდა. ამ სასახლის ფასადი სამი ათასი ნაბიჯის სიგრძისა იყო. ბანის მსგავს სახურავს გარშემოვლებული ჰქონდა ორმოცდაათი ფუტის სიმაღლის თეთრი მარმარილოს მოაჯირი და ზედ მეფეებისა და სამეფოს წარჩინებულ პირთა უზარმაზარი ძეგლები იდგა. ეს სახურავი გაკეთებული იყო ტყვიით სქლად ამოვსებულ ორწყება კრამიტისაგან და მას ზევიდან თორმეტი ფუტის სიღრმის მიწა ეყარა; ამ მიწაზე ზეთისხილის, ფორთოხლის, ლიმონის, პალმის, მიხაკის, ქოქოსის და დარიჩინის ხეების ნამდვილი ტყე გაეშენებიათ. ისეთი ხშირი იყო ეს ხეივანი, რომ შიგ მზის სხივიც...
ვოლტერი
ვოლტერი (ფრანსუა მარი არუე; 21.11.1694-30.05.1778) - განმანათლებლობის ეპოქის ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი, ცნობილი, როგორც სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლების დამცველი.