მახასიათებლები
- სათაური: საჭადრაკო ნოველა
- ISBN კოდი:
- ავტორი: შტეფან ცვაიგ
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 26
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2151
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
შტეფან ცვაიგ - საჭადრაკო ნოველა
Stefan Zweig - Schachnovelle
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის არჩილ ებრალიძეს
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
დიდ საოკეანო გემზე, რომელიც შუაღამისას ნიუ იორკიდან ბუენოს აირესისაკენ უნდა გასულიყო, ბოლო წუთებში საქმიანი ფუსფუსი და ჩოჩქოლი იყო გამეფებული. ხალხში ყოველი მხრიდან გზას იკაფავდნენ გამცილებლები; გვერდზე ქუდმოქცეული დეპეშების დამტარებელი იუნგები გაჰყვიროდნენ მგზავრების გვარებს, მიჰქონდათ ნივთები და ყვავილები; კიბეზე არბოდნენ და ჩამორბოდნენ ცნობისმოყვარე ბავშვები; განუწყვეტლივ უკრავდა გემის ორკესტრი. ამ აურზაურსა და გნიასს მოცილებული, გემბანზე ვიდექი და ერთ ჩემს ნაცნობს ვებაასებოდი, ჩვენს ახლოს ორჯერ თუ სამჯერ უეცრად იელვა მაგნიუმმა. ალბათ მგზავრთა შორის სახელგანთქმული თუ იყო ვინმე და უკანასკნელ წუთში მიღებულ ინტერვიუსათვის მისი სურათიც დასჭირდათ. ჩემმა მეგობარმა იქით გაიხედა და ულვაშებში ჩაიცინა.
- თქვენთან ერთად გემით უცხო ჩიტი ჩენტოვიჩიც მიემგზავრება.
როცა სახეზე შემატყო, რომ ეს გვარი ჩემთვის უცნობი იყო, წარმოთქვა:
- მირკო ჩენტოვიჩი, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი, დიდი ხანი არაა, რაც სახელი გაითქვა მთელ ამერიკაში საჭადრაკო ტურნირებში მონაწილეობით, ახლა კი არგენტინაში მიემგზავრება ახალ-ახალი გამარჯვებებისათვის.
ეს რომ თქვა, იმწამსვე გამახსენდა არა მარტო მსოფლიოს ახალგაზრდა ჩემპიონის სახელი, არამედ მისი ელვისებური კარიერის ზოგიერთი წვრილმანიც....
შტეფან ცვაიგ
შტეფან ცვაიგ (28.11.1881-22.02.1942) - ავსტრიელი ნოველისტი, დრამატურგი, ჟურნალისტი და ბიოგრაფი, 1920-30-იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორი.