მახასიათებლები
- სათაური: უპატრონო
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1904
- ენა: ქართული
- გვერდები: 19
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 410
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
მიხეილ ჯავახიშვილი – უპატრონო
iBooks© 2023 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: iBooks
I
ერთ დილას ოთხმოცი წლის მდიდარ მემამულე კნეინას გაახსენდა, რომ „უპატრონო“ მის სახლში სამადლოდ გაზრდილი ნუცა ჩვიდმეტი წლისა შესრულდა, რომ მას გათხოვების დრო დაუდგა, რომ საჭირო იყო ქათმების მოსავლელად სხვა უპატრონოს შოვნა, ნუცასთვის კი, თანახმად დაპირებისა, საქმროს მოძებნა და მზითევის მომზადება.
კნეინას მონაგონი ისევ მოგონებად დარჩა, უპატრონოდ და სამადლოდ გაზრდილი ნუცა კი ისევ საქათმეს ჰგვიდა, ძროხებს სწველავდა, სარეცხს რეცხავდა და ათასნაირი მუშაობით იწყვეტავდა წელს.
კნეინას სახლში ყველაზე ადრე ნუცა ადგებოდა, ირაჟრაჟებდა თუ არა, კიბის ქვეშ ჩაჭედილ პაწაწინა ფიცრულიდან გამოვიდოდა, საქათმიდან ფრინველს გამოუშვებდა, იქვე რუზე წყალს დაალევინებდა და თვითონაც პირს დაიბანდა. როცა ყველაფერს მოუვლიდა და საქმე გამოელეოდა, იქვე სადმე კაკლის ქვეშ ან ვენახში დაჯდებოდა და მთელ დღეს მოჯამაგირეებისათვის წინდებს და პაიჭებს ჰქსოვდა. შუადღისას სახლის დიდ ეზოში ერთხელ კიდევ გაირბენდა, რათა ქათმებისთვის ნაკმაზი დაეყარა, საბუდრებიდან კვერცხები ამოელაგა, თავის ხვედრი ყველი და პური მიეღო და შემდეგ ისევ წიწილებისათვის მიეხედნა და ონავარი ფრინველის დასაფრთხობლად ცისთვისაც ეთვალთვალებინა.
ხშირად გაისმოდა მისი კივილი და ფეხშიშველი ქალი ქორსა და ძერას მისდევდა.
საღამოს...
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.