iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

ფერები და შიმშილი

ავტორი: კობა ცხაკაია

2012 წელი | გამომცემელი: RadioKino

ქართული, მცირე პროზა, დრამატურგია

ფორმატები: html, epub, mobi
108
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

რეალური ამბებით ჩახატული დიალოგები, ზღაპრები და მითები. ყველაფერი, რაც ამ წიგნშია მოცემული, მოსმენილია ჩვეულებირვი ადამიანებისგან, რომლებიც 1993-2000 წლებში ცდილობდნენ გადარჩენილიყვნენ და თან არ დაეკარგათ ის მნიშვნელოვანი ძარღვი, რაზეც ადამიანობა და ადამიანური ურთიერთობები იყო აწყობილი. თქვენს წინაშეა წიგნი სადაც ყოფითი სასტიკი რეალობა, უსამართლობა, მკვლელობები, უბრალო ადამიანების აბუჩად აგდება, სხვადასხვა ფორმითაა გადმოცემული. აქ ადამიანები არ ებრძვიან რეალობას, ისინი იბრძვნიან თვითგადარჩენისათვის, პირველ რიგში სულიერად და ფსიქოლოგიურად და შემდგომ ფიზიკურად. ისინი ამისთვის იყენებენ ყველაზე უებარ საშუალებას, საკუთარ გრძნობებს, რწმენას, ფანტაზიას და მომავლის იმედს, როს გარეშეც შეუძლებელია ცხოვრება. ცხოვრება და არა არსებობა.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
კობა ცხაკაია
კობა ცხაკაია

კობა ცხაკაია – მსახიობი, დრამატურგი, მწერალი, კინორეჟისორი; 2019 წელს დაარსა შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი RadioKino, ხმოვანი წიგნისა და რადიო სპექტაკლის ელემენტების შერწყმით ქმნის აუდიო სერიალებს. 2020 წელს დააფუძნა თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალი „დიოგენე“. 2024 გახდა ლიტერატურული პრემიის „მუზა“ ლაურეატი და საუკეთესო დრამატურგიული ნაწარმოებისათავის მიენიჭა პრიზი და პრემია.