მახასიათებლები
- სათაური: პაემანი ფრინველთან. თანამედროვე რუსული პროზა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ავტორთა ჯგუფი
- გამომცემელი: თამარ კოტრიკაძე
- გამოცემის თარიღი: 2025
- ენა: ქართული
- გვერდები: 143
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 31
- რეიტინგი: 3.0
სარჩევი
- დინა რუბინა
- ლუბკა
- ტატიანა ტოლსტაია
- კვადრატი
- ღამე
- პაემანი ფრინველთან
- ლილიტი
- კაგო
- ალექსი სალნიკოვი
- გზისპირა სახლები
- ზახარ პრილეპინი
- ტყე
- ლუდმილა ულიცკაია
- ქაღალდის გამარჯვება
- ტირიფის სკივრი (ფრაგმენტი რომანიდან „იაკობის კიბე“)
- მაქსიმ ოსიპოვი
- ფანტაზია
- სერგეი მოგულოვი
- დამშვიდობება სახურავზე
გადაფურცვლა
პაემანი ფრინველთან
თანამედროვე რუსული პროზა
სარჩევი
დინა რუბინა: ლუბკა
ტატიანა ტოლსტაია: კვადრატი
ღამე
პაემანი ფრინველთან
ლილიტი
კაგო
ალექსი სალნიკოვი: გზისპირა სახლები
ზახარ პრილეპინი: ტყე
ლუდმილა ულიცკაია: ქაღალდის გამარჯვება
ტირიფის სკივრი (ფრაგმენტი რომანიდან „იაკობის კიბე“)
მაქსიმ ოსიპოვი: ფანტაზია
სერგეი მოგულოვი: დამშვიდობება სახურავზე
დინა რუბინა
დინა რუბინა 一 ებრაული წარმოშობის რუსი მწერალი, რედაქტორი, სცენარისტი. უზბეკეთის სსრ მწერალთა კავშირის წევრი, საერთაშორისო Pen Club-ის წარმომადგენელი, ისრაელის რუსულენოვან მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (1990). ქართულად ნათარგმნია მისი 2011 წლის ნაწარმოები - „პეტრუშკას სინდრომი“, რომელზე დაყრდნობით გადაღებულ 2015 წლის ეკრანიზაციაში მონაწილეობას მერაბ ნინიძე და ზურა ყიფშიძე იღებენ.
ლუბკა
ლუბკას ფეხები გლუვი ჰქონდა, თლილი და, ერთი შეხედვით, დაუღალავი, არადა, თითოეულ ტერფზე ცერების გასწვრივ ლურჯად ჰქონდა ამოსვირინგებული: „დაიღალნენ“... შეხედავ: ლოყები - ჩაცვენილი, მხრები - გაჩხიკილი, მუცელი ზურგს მიახმა, ფეხები კი ისეთი აქვს, მიმიქარავს ფსიქეა, ღმერთმანი, საკვირველიც კია!
-შეგიძლიათ ჩაიცვათ! - უთხრა ირინა მიხაილოვნამ და, ვიდრე ლუბკა ნაჩქარევად და ცახცახითცდილობდა პერანგში ხელების გაძვრენას, ჩაფიქრდა.
ლუბკას ტერფებზე გულისმომთუთქავ წარწერას არ შეუშინდა. მეორე წელი იყო, რაც სამედიცინო კომისიაში იჯდა და ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ უნახავს, ისიც კარგად ესმოდა, რომ ადამიანს მუდამ გაკრეჭილ მოლზე როდი უწევს ბავშვობისა და სიყმაწვილის გატარება. ლუბკას მოკრძალებულად ეჭირა თავი, პატიოსნად იყურებოდა, გასინჯვისას ფეხის თითებს მორცხვად კეცავდა.
როცა ლუბკა, როგორც იქნა, გაქუცული მწვანე ბლუზის მკლავების უაზროდ ჩაბრუნება-ამობრუნებას მორჩა, ირინა მიხაილოვნამ ის დერეფანში გაიყვანა.
-ყური დამიგდეთ... ლუბა... - უთხრა და ახალგაზრდა ქალს თვალებში...
ავტორთა ჯგუფი
კრებულში შევიდა ტექსტები მსოფლიოში ცნობილი ისეთი რუსი მწერლებისა, როგორიცაა დინა რუბინა, ტატიანა ტოლსტაია, ლუდმილა ულიცკაია, ალექსეი სალნიკოვი, ზახარ პრილეპინი. მათი ნაწარმოებები მსოფლიოს ყველა ძირთად ენაზეა თარგმნილი, სამშობლოში არაერთი ლიტერატურული ჯილდო აქვთ მოპოვებული. კრებულში შევიდა ასევე ნაკლებად ცნობილი ავტორების, მაქსიმ ოსიპოვისა და სერგეი მოგულოვის მოთხრობები.