მახასიათებლები
- სათაური: გული ფარად
- ISBN კოდი: 978-9941-9923-1-5
- ავტორი: დავით ხარატიშვილი
- გამომცემელი: ჩემი გამომცემლობა
- გამოცემის თარიღი: 2024
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 150
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
- წინასიტყვაობა
- გული ფარად
- გაუჩინარებული ზღვის მოლოდინში
- ოცნების ქალაქი
- სამცაცხვი
- ჰემატოგენი ჩემი არსობისა
- თონეში შემეცნებულთა კლუბი
- აღმართი
- ქარი, ჩემი მდევნელი
გადაფურცვლა
დავით ხარატიშვილი
გული ფარად
სარჩევი
წინასიტყვაობა
გული ფარად
გაუჩინარებული ზღვის მოლოდინში
ოცნების ქალაქი
სამცაცხვი
ჰემატოგენი ჩემი არსობისა
თონეში შემეცნებულთა კლუბი
აღმართი
ქარი, ჩემი მდევნელი
წინასიტყვაობა
ეს ნაწარმოები ჩემთვის მეორე წიგნი და მოთხრობების პირველი კრებულია, რომელშიც თავი მოვუყარე თანამედროვე საზოგადოებისთვის აქტუალურ და მგრძნობიარე თემებზე შექმნილ თხზულებებს. პირველი რომანისგან განსხვავებით, რომელიც სრულიად პირადი გრძნობების თანამდევად, საკუთარი და ზოგადად ადამიანის შინაგანი ბუნების კვლევას და გააზრებას მივუძღვენი, ეს მოთხრობები საერთო სამოქალაქო ცნობიერებისა და სამართლებრივი შეგნების კუთხით, ჩვენს სოციუმში არსებულმა პრობლემებმა დამაწერინა.
ბოლო ხანებში, უახლოეს პერიოდში, დღეს და გუშინ, ჩვენს ირგვლივ, სამშობლო საქართველოში უამრავი საინტერესო და დამაფიქრებელი, ამავე დროს, მეტად საბედისწერო, კარგად გასახსენებელი თუ ავად წარმართული საზოგადო საქმე განვითარდა, რამაც თავისი მნიშვნელობით სრულიად ქართული და მსოფლიო საზოგადოების ნაწილი გააერთიანა. ისინიც კი, ვინაც ნეიტრალობასა და განზე დგომას იჩემებდნენ, ამ პროცესების გავლენის ქვეშ მოექცნენ, ცნობა მიიღეს ამა თუ იმ ამბავზე და პოზიცია თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან გამხელით დაიჭირეს, რამეთუ გულს არ აქვს ნეიტრალიტეტის უნარი, ეს გონების განჭვრეტილი პოზიციაა, გული კი სადღაც მაინც მიიწევს და თავისთვის ჩუმად, პატრონის გასაგონად ფეთქავს. გულგრილობა ხომ ყველაზე სასტიკი დანაშაულია, რომელიც უმოქმედობით ჩაიდინება, ხოლო ამ წიგნით, ვეცადე ეს და სხვა ბოროტმოქმედებები გამომეაშკარავებინა და სამზეოზე გამომეტანა.
ბუნებრივია, ეს საზოგადოებრივი პროცესები, ჩემზეც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეზე, გავლენას მოახდენდა და ჩემი გულიც აირჩევდა მიმართულებას, რომლის მხარესაც დაიწყებდა ფეთქვას. მხატვრული ხერხით...