მახასიათებლები
- სათაური: ტყის კაცი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1923
- ენა: ქართული
- გვერდები: 25
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 325
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
მიხელ ჯავახიშვილი - ტყის კაცი
iBooks© 2024 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: iBooks
I
ტყის მცველი პავლე სასაფლაოდან მოდიოდა. ხელში ოთხი წლის ვაჟიშვილი გოგია ეჭირა, ხოლო უკან ლასლასით და ბარბაცით მისი მეორე ვაჟი, თხუთმეტი წლის ნიკა მოსდევდა, თავჩაქინდრული, ნამტირალი და გაფითრებული. ცოტა მოშორებით შავი ყორნებივით აბუზული სოფლის დედაკაცები მოდიოდნენ, სულ ბოლოს კი ათიოდე გლეხი მოიზლაზნებოდა.
პავლეს ეზოში მეზობელი გლეხები და დედაკაცები ტრიალებდნენ და ქელეხს ამზადებდნენ. პავლემ მათკენ არც კი მიიხედა და შინ შევიდა. მას შეჰყვნენ ნიკა, მოხუცი მღვდელი ლავრენტი და რამდენიმე გლეხი. მღვდელი პავლეს გვერდით მოუჯდა, გლეხები აქა-იქ აიტუზნენ.
– კაცო, პავლე! – მშვიდად უთხრა მღვდელმა, – რა დაგემართა, შე კაი კაცო! ერთი ხმა ამოიღე, თორემ სადაურია, სამი დღეა შენგან სიტყვა არავის აღარ გაუგონია.
– ცოლი მეც მომიკვდა, შვილოსან, მაგრამ არ დავმუნჯებულვარ, – სთქვა ერთმა გლეხმა.
– შენ რა, ჩემი იკითხე, – დაუმატა მეორემ, – ერთ წელიწადში ცოლიც დავმარხე, დედაც და ორი ვაჟიც. ჰეეე, ძნელია, ძალიან ძნელია, მაგრამ რა მექნა! ჭირს გაძლება უნდა და აკი გავუძელ კიდეცა.
პავლე მაინც ხმას არ იღებდა, კარებს უაზროდ ჩასციებოდა და ვერავის ვერ ჰხედავდა, არავის ლაპარაკი არ ესმოდა.
– გაიგე, პავლე? გაიგე, რა სთქვა ნასყიდამ? – ისევ მიუბრუნდა პავლეს მღვდელი, თან მკლავში ხელი წაავლო და ოდნავ შეანჯღრია. – გაათავე,...
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.