მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰიგუჩი იჩიიო
- გამომცემელი: epsilon
- გამოცემის თარიღი: 2024
- ენა: ქართული
- გვერდები: 34
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 410
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- ყვავილები შებინდებისას (1892)
- კოტოს ხმა (1893)
- თოვლიანი დღე (1893)
- წლის ბოლო დღეს (1894)
- მეცამეტე ღამე (1895)
გადაფურცვლა
ჰიგუჩი იჩიიო - მოთხრობები
სარჩევი
ყვავილები შებინდებისას (1892)
კოტოს ხმა (1893)
თოვლიანი დღე (1893)
წლის ბოლო დღეს (1894)
მეცამეტე ღამე (1895)
ყვავილები შებინდებისას (1892)
ორ სახლს მხოლოდ ბამბუკის ღობე ჰყოფდა. მეზობლების შეთანხმებით, მათ საერთო ჭა ჰქონდათ, რომელშიც ღრმა და სუფთა წყალი გადიოდა. ერთ-ერთი სახლის კარნიზის ქვეშ ატმის ყვავილობას, მეორესთვის გაზაფხული მოჰქონდა. ისინი ერთად ტკბებოდნენ ყვავილობის სურნელით.
სონოდების ოჯახმა ოჯახის უფროსი ორი წლის წინ დაკარგა. მემკვიდრე რიონოსუკე, ოცდაორი წლის იყო, უნივერსიტეტის სტუდენტი.
ნაკამურების ოჯახს ახლა ერთი შვილი ჰყავდათ. ვაჟი ჰყავდათ, რომელიც ადრე გარდაიცვალა, ამიტომ ქალიშვილს ფასდაუდებელი განძივით უფრთხილდებოდნენ. ყვავილის ორნამენტებით დამშვენებულ მის თმას, ცივი ქარი არ უნდა მიკარებოდა. იმედები, რომლებსაც მისი მშობლები მასზე ამყარებდნენ, მისი სახელიდან გამომდინარე, აშკარა იყო, მას ჩიიო ერქვა. ეს სახელი ათას წელს ნიშნავდა, წეროს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
ინდური იასამნის ხე როგორც კი პირველ ფოთლებს გამოიღებს, მისი სურნელი მაშინვე იგრძნობა. ჩიიო ორი ან სამი წლის იქნებოდა, როცა სხვებმა მისი მომავალი იწინასწარმეტყველეს. მისი სილამაზე ადრეული გაზაფხულის წვიმიან გორაკებზე გაფურჩქნულ კვირტებს აოცებდა. მაგრამ როდის მოვიდოდა მისი ყვავილობის დრო? ჩანდა, გოგო ყოყმანობდა, ისევე, როგორც მთვარე იჭყიტება ფიჭვის ტოტებს შორის.
და ერთ დღეს, ის თექვსმეტის გახდა - მოწიფული ვარცხნილობით და ფერადი ბაფთით შეკრულ თმაში ის მომხიბლავი იყო. ის ისეთი გამორჩეული იყო, როგორც ბაღში ალისარჩული. “ნახე? ნაკამურას გოგო!” უცნობებიც კი ამას ამბობდნენ. (რა მომაბეზრებელია, როცა ლამაზი ხარ!) “ძალიან სასაცილო რამეებს აკეთებდა,” ხალხი ლაპარაკობდა. “როცა ფრანს აფრენდა, ჩრდილოეთის ქარი უბერავდა. ტელეგრამის ბოძები ყოველთვის ხელს უშლიდა.”
მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. თავისთავს ეუბნებოდა, რომ ახლა ის დიდი იყო. თუ რიონოსუკეს მასთან...
ჰიგუჩი იჩიიო
ნაცუკო ჰიგუჩი, ფსევდონიმით იჩიიო ჰიგუჩი (02.05.1872-23.11.1896), მეიჯის პერიოდის იაპონელი მწერალი ქალი იყო. მისი ნაწარმოებები ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა სიღარიბე, სოციალური უთანასწორობა, თავდადება და ყოველდღიური პრობლემები, განსაკუთრებით ქალებსა და დაბალ კლასებში. იგი 24 წლის ასაკში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.