მახასიათებლები
- სათაური: პურუნ ბჰაგატის სასწაული
- ISBN კოდი:
- ავტორი: რადიარდ კიპლინგი
- გამომცემელი: თამარ კოტრიკაძე
- გამოცემის თარიღი: 2025
- ენა: ქართული
- გვერდები: 16
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 47
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
რადიარდ კიპლინგი
პურუნ ბჰაგატის სასწაული
(ნოველა “ჯუნგლის წიგნიდან”)
ლანგურების სამგლოვიარო სიმღერა[1]
ღამით ვიგრძენით, დედამიწას ელოდა რყევა,
მივეპარეთ, რომ დამხმარე ხელს გამოყოლოდა,
რადგან გვიყვარდა, ეს ვიცოდით, და როგორც ჩვევას
ვერ ჩავწვდომოდით, არ გვესმოდა კარგად ბოლომდე.
როცა კლდის ქიმი ჩამოიქცა გრიალით, ზათქით,
როცა სამყარო ტალახმა და წვიმამ შელახა,
დასახმარებლად ჩვენი ხალხი მიაწყდა ადგილს;
მაგრამ, ავაი! აღარ მოვა იგი ხელახლა!
იგლოვეთ! იგი სიყვარულის გამო ვიხსენით,
მხოლოდ ველურს რომ შეუძლია ველურ მხარეში.
იგლოვეთ! ჩვენი ძმა ვერ მოვა ჩვენთან ისევე,
მისი მსგავსნი კი გვაძევებენ მოუსავლეთში!
ინდოეთში ერთ დროს ცხოვრობდა კაცი, ვისაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სანახევროდ დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. იგი ბრამინების კასტას ეკუთვნოდა და იმდენად მაღალი წარმომავლობისა გახლდათ, რომ წარმომავლობას აღარაფრად აგდებდა; თავის დროზე მისი მამაც ათასი ჯურის იმ ჭრელაჭრულა კარისკაცთა რიგებს ეკუთვნოდა, ძველი ყაიდის რომელიღაც ინდოელ ხელისუფალს გარს რომ ეხვივნენ. მაგრამ პურუნ დასი, როგორც კი წამოიზარდა, მაშინვე მიხვდა, რომ ძველ წესრიგს ყავლი გაუვიდა და თუკი წარმატების მიღწევა სურდა, უსათუოდ ინგლისელებთან უნდა დაემყარებინა კეთილი დამოკიდებულება, ყველაფერში იმ ნიმუშისთვის მიებაძა, მათ რომ მისაღებად მიაჩნდათ. ამავე დროს, ადგილობრივი წარმოშობის ჩინოსანს თავისი უშუალო ბატონის კეთილგანწყობის შენარჩუნებაც უწევდა. ეს ურთულესი თამაში გახლდათ, მაგრამ ახალგაზრდა ბრამინი უშეცდომოდ მოქმედებდა, რაშიც ბომბეის უნივერსიტეტში მიღებულმა ჩინებულმა ბრიტანულმა განათლებამაც შეუწყო ხელი, ნაბიჯ-ნაბიჯ აიარა სოციალური კიბე და საბოლოოდ სამეფოს პრემიერ-მინისტრი შეიქნა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რეალურად თავის ბატონზე,...
რადიარდ კიპლინგი
ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (1865-1936) – ინგლისელი ჟურნალისტი, მოთხრობების ავტორი, პოეტი და რომანისტი. დაიბადა ბრიტანეთის ინდოეთში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე. მის საუკეთესო პროზაულ ნამუშევრებად მიიჩნევა რომანები „ჯუნგლის წიგნი“ (1894) და „კიმი“ (1901) და მოთხრობა „კაცი, რომელსაც მეფობა უნდოდა“ (1888). ასევე ცნობილია მისი ლექსები. იგი მოთხრობების წერის ხელოვნებაში ინოვატორად მიიჩნევა, მისი „მრავალმხრივი და ნათელი თხრობით გამორჩეული“ საბავშვო წიგნები კი კლასიკადაა აღიარებული.