მახასიათებლები
- სათაური: ალბატროსების ჯოგი
- ISBN კოდი: 99928-39-20-1
- ავტორი: კობა ცხაკაია
- გამომცემელი: RadioKino
- გამოცემის თარიღი: 2000
- ენა: ქართული
- გვერდები: 302
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 241
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- მოთხრობები
- იქ, სადღაც ზღვის ფსკერზე
- პეპლის დაჟანგული ფრთები
- კაცი - ობობას დაბადება
- პიესები
- ალბატროსების ჯოგი
- ბუმერანგი იობი ანუ სქოლასტიკოსები. გაქცეულებისათვის და ქაღალდის ღმერთებისათვის
- ქვიშის ცნობიერების საწყისები...
- ნათხოვარი იმედები
გადაფურცვლა
კობა ცხაკაია
ალბატროსების ჯოგი
მოთხრობები
იქ, სადღაც ზღვის ფსკერზე
იმ დილით რობიზონმა პირველად იგრძნო: გაურეცხავი ჭურჭლის, წლობით მოუხვეტავი იატაკის, მოჩვენებებად ქცეული ფიქრების და, რაც მთავარია, დაძმარებული ოცნებების მძაფრი სუნი, რომლითაც აკაციის ხის მორებისაგან გამოთლილი მისი სახლი ყარდა... გაბრაზებულმა ნაოჭებად ქცეულ სახეზე ხელი მოისვა, წითლად შეღებილ ცას ახედა და სადღაც აღმოსავლეთისაკენ გადააფურთხა.
ზამთრის, სუსხიანი ქარისგან, ღრუბლები სოფლის თავზე, უცნაურად იკუჭებოდნენ, შემდეგ კი, ნაგლეჯებად ქცეულები, სხვადასხვა მხარეს მიქროდნენ.
- აი, რა მოსდის ამ სოფელში მარადიულ სიყვარულს! – სიმწრით თქვა და უძილობისაგან დაწითლებული თვალები მოიფშვნიტა.
ხელისგულისოდენა ეზოში ქაღალდის ფულებივით ეყარა თოვლ-ტალახში არეული, გახრწნილი ფოთლები.
– ეზო! – სევდიანად გაიღიმა რობიზონმა, - ამბობენ, თუ კაცი უყვართ, იმისი ეზოც უნდა უყვარდეთო! თქვენ გიყვართ ჩემი ეზო? - ხმამაღლა იკითხა და, პასუხი რომ ვერ მიიღო, ზღვის ნიჟარებით მოკირწყლულ საპირფარეშოსკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა...
გაზაფხული უკვე კარგა ხანია უნდა დამდგარიყო სოფელში, მაგრამ აქ ისევ ჩრდილოეთის ქარები, პოლარული ნათებები და აუტანელი ყინვები ბატონობდნენ. გაჭიანურებული ზამთრისგან დაღლილი ხალხი ყოველ ცისმარე დღეს საბჭოს წინ იკრიბებოდა და შორეულ მთებზე მცხოვრები სინოპტიკოსებისგან იმედისმომცემ ცნობებს ელოდებოდა... მაგრამ სოფლის გამგებელს სულ ერთი და იგივე პროგნოზი ჩამოჰქონდა:
- დილით ყინვა! შუადღისთვის მცირედი მოღრუბლულობა! საღამოს თოვლი!... ღამით კი, მოუკვდათ მაგათ პატრონი, ცივი, სუსხიანი ქარი!
-მეტი არაფერი დაუბარებიათ? – კითხულობდნენ იმედგაცრუებული სოფლელები.
-დედამიწაზე ეკოლოგიური მდგომარეობა იცვლებაო და ჩვენი სოფელი მარადიული გამყინვარების ზოლშია მოხვედრილიო! –ტალახიან ჩექმებს იწმენდდა გამგებელი.
-ესე იგი, ვიღუპებით?! – ამოიგმინა ხალხმა.
-არა კაცო ვხუმრობ! – საცოდავად...
კობა ცხაკაია
კობა ცხაკაია – მსახიობი, დრამატურგი, მწერალი, კინორეჟისორი; 2019 წელს დაარსა შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი RadioKino, ხმოვანი წიგნისა და რადიო სპექტაკლის ელემენტების შერწყმით ქმნის აუდიო სერიალებს. 2020 წელს დააფუძნა თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალი „დიოგენე“. 2024 გახდა ლიტერატურული პრემიის „მუზა“ ლაურეატი და საუკეთესო დრამატურგიული ნაწარმოებისათავის მიენიჭა პრიზი და პრემია.