მახასიათებლები
- სათაური: მოცეკვავე გოგონა
- ISBN კოდი:
- ავტორი: მორი ოგაი
- გამომცემელი: epsilon
- გამოცემის თარიღი: 2025
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 9
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ქვანახშირის ჩატვირთვა სრულად დაემთავრებინათ. ამ მეორე კლასის სალონში, მაგიდები სიჩუმეში დგანან. ელექტრო ნათურების კაშკაშა შუქიც კი ფუჭად ანათებს, რადგან კარტის მოთამაშეები, რომლებიც ჩვეულებრივ საღამოობით იკრიბებიან აქ, ამ ღამით სასტუმროში დარჩნენ და გემზე მხოლოდ მე ვარ.
უკვე ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი დიდი ხნის სურვილები ასრულდა და ევროპაში გამგზავრების ბრძანება მივიღე. როდესაც აქ, საიგონის პორტში ჩამოვედი, ყველაფერი, რაც დავინახე და გავიგონე, უცნაურად მომეჩვენა. ყოველდღე ვიწერდი ჩემს აზრებს ჩემს სამგზავრო ჟურნალში, ათასობით სიტყვას ვიწერდი. ეს ჩანაწერები მაშინ გაზეთშიც დაიბეჭდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. თუმცა ახლა, ამას რომ ვიხსენებ, ვხვდები, რა გულუბრყვილო იყო ჩემი ბავშვური იდეები, რა უგუნური ჩემი სიტყვები და რა აღტაცებით ვუყურებდი ჩვეულებრივ არსებებს, მცენარეებს, ქვებსა და ჩვეულებრივობებს - თითქოს გასაკუთრებული ყოფილიყო ყველაფერი. ამ ჩანაწერებს გონიერი ადამიანი როგორ შეხედავდა? ამ მოგზაურობაში, რვეული, რომელიც ჩანაწერებისთვის წამოვიღე, ცარიელია. შესაძლოა, გერმანიაში, ბუნებრივი მეცნიერების შესწავლისას ‘nil admirari’ - გულგრილობის დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა? არა, სხვა რამ არის ამის მიზეზი.
იაპონიისკენ მიმავალი, ვგრძნობ, რომ იგივე ადამიანი აღარ ვარ, ვინც წამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კვლევებით უკმაყოფილო ვარ, მივხვდი, რა სევდიანია სხვა ქვეყანაში დროებით ცხოვრება. ვისწავლე, რამდენად არასაიმედო შესაძლოა იყოს ადამიანების გულები და იმასაც მივხვდი, რომ ჩემი გულიც ადვილად ცვალებადია. გუშინ რაც ვიგრძენი, რაც დღეს სხვანაირად მეჩვენება, ვცდილობ ფუნჯით აღვწერო, მაგრამ ვის ვაჩვენო? ეს არის ჩემი დღიურის დაუსრულებლობის მიზეზი; თუმცა სხვა რამ არის ამის მიზეზიც.
ოც დღეზე მეტი გავიდა რაც ბრინდისის პორტი დავტოვეთ. ჩვეულებრივ, მგზავრებთან გავერეოდი და მგზავრობის პრობლემებზე ვისაუბრებდი, როგორც წესია. თუმცა კაბინაში გამოვიკეტე შეუძლოდ ყოფნის მიზეზით. მგზავრებს იშვიათად ვესაუბრებოდი, რადგან უცნობი ტკივილი მტანჯავდა....
მორი ოგაი
მორი ოგაი, ნამდვილი სახელი მორი რინტარო (森 林太郎, 17/02/1862-08/07/1922) – ექიმი, მთარგმნელი, ნოველისტი, პოეტი და თანამედროვე იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთი შემოქმედი იყო.