მახასიათებლები
- სათაური: მოგზაურო, ოდეს ჩახვალ სპა...
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰაინრიხ ბიოლი
- გამომცემელი: თამარ კოტრიკაძე
- გამოცემის თარიღი: 2025
- ენა: ქართული
- გვერდები: 8
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 15
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1972), ჰაინრიხ ბიოლი ქართველი მკითხველის წინაშე წარდგენას არ საჭიროებს. მისი არაერთი რომანი (მათ შორის - „და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა“, „როცა ომი დაიწყო“, „უკაცო სახლი“, „კლოუნის თვალთახედვა“) და მრავალი მოთხრობა დიდი ხანია, თარგმნილია ისეთი ცნობილი მთარგმნელების მიერ, როგორიცაა დალი ფანჯიკიძე, ნოდარ რუხაძე და სხვები.
მოცემული მოთხრობა ბიოლისთვის დამახასიათებელი ნატიფი და თითქოს შეფარული სტილით გვიჩვენებს ომისა და ნაციზმის შემზარავ და უღმერთო სახეს ისე, რომ მკითხველის ყურადღებას ბრძოლისა და ძალადობის სურათების ნაცვლად მცირე, ოდნავშესამჩნევ, მაგრამ მრავლისმთქმელ დეტალებზე ამახვილებს.
მთარგმნელი
ჰაინრიხ ბიოლი
მოგზაურო, ოდეს ჩახვალ სპა...
მანქანის გაჩერების შემდეგ ძრავა ერთხანს კიდევ გუგუნებდა; გარეთ დიდი ჭიშკარი გააღეს. მანქანაში ჩამსხვრეული ფანჯრიდან გამოსულმა სინათლემ შემოაღწია და დავინახე, მაღლა ელექტრონათურაც ჩამსხვრეული ყოფილა; მისი სამაგრიდან მხოლოდ შიგთავსი გამოშვერილიყო: ორიოდე მოციმციმე მავთული, ზედ შერჩენილი მინის ნამსხვრევებით. მერე ძრავის გუგუნი შეწყდა და გარეთ ვიღაცამ დაიყვირა:
- გარდაცვლილები აქეთ! გყავთ გარდაცვლილები?
- რა ჯანდაბაა? - გასძახა მძღოლმა, - ფანჯრებს აღარ აბნელებთ?!
- რა ჩაბნელება უშველის, როცა მთელი ქალაქი ჩირაღდანივით ბრიალებს? - იღრიალა უცნობმა, - გარდაცვლილები თუ გყავთ-მეთქი, გეკითხებით!
- არ ვიცი.
- გარდაცვლილები - აქეთ, გესმის? დანარჩენები ამ კიბით მაღლა აიყვანეთ, გრაფიკის დარბაზში, გამიგე?
- ჰო, ჰო.
რაკი ჯერ არ გარდავცვლილვარ, დანარჩენებს მივეკუთვნებოდი, ამიტომაც კიბით შენობაში ამიყვანეს. ჯერ მკრთალად განათებული გრძელი დერეფანი გამომატარეს, კედლები ზეთის მწვანე საღებავით იყო შეღებილი; კედლებში ტანსაცმლის შავი, გრეხილი, ძველმოდური საკიდები იყო ჩამაგრებული, კარებზე მომინანქრებული ფირფიტები ეკიდა წარწერებით: „VI ა“ და „VI ბ“,...