მახასიათებლები
- სათაური: ქალის სახარება
- ISBN კოდი: 978-9941-9892-4-7
- ავტორი: მარიამ ცოდვილი
- გამომცემელი: ჩემი გამომცემლობა
- გამოცემის თარიღი: 2024
- ენა: ქართული
- გვერდები: 179
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 46
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ეძღვნება მამა-კაცს, რომელიც უკანასკნელად მიყვარდა ცხოვრებაში.
ქალის სახარება
მამაო ჩვენო
+
პროლოგი
მამაო ჩვენო, რომელი ვეღარ ხარ ცათა შინა,
შებილწულ იქნა სახელი შენი
არსადღა მკვიდრობს სუფევა შენი,
შელახულ იქნა ნება შენი,
სადღა ხარ ცათა შინა,
რომ ეგრეცა ქვეყანასა ზედა გპოვოთ?
პური აღარ გვაქვს არსობისა და რაღას მოგვცემ ჩვენ დღეს?
და რაღას მოგვიტევებ ჩვენ,
რამეთუ არა თან გვდევს თანანადებნი ჩვენი,
არამედ თანანადებად ვიქეცით.
და ამიტომაც ვერ ვუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩვენთა,
და ამიტომაც ვართ შეყვანილი ჩვენ განსაცდელსა,
ამიტომ სასწრაფოდ იხსენ თავი ჩვენი ბოროტებისაგან.
55 ნეტარება
+
თავი პირველი
1. ნეტარ არიან სიყვარულის ძიებისთვის მოღალატენი, რამეთუ ისინი ჰპოვებენ ღმერთს თავის გულში.
2. ნეტარ არიან გონიერნი, რომელნიც მიხვდნენ: ქორწინების საიდუმლო იმაშია, რომ ის ტყუილია.
3. ნეტარ არიან მღვდელნი, რომელნიც ჯვარს ჰყრიან ცოლ-ქმარს, რამეთუ ჯვრისწერაზე კეთილ საქმეს სჩადიან.
4. ნეტარ არიან გაუთხოვარნი და უცოლონი, რამეთუ ღალატი მათთვის ცოდვა აღარაა.
5. ნეტარ არიან, ვინც ახლად შეუღლებულთ უსამძიმრებენ, განშორებულებს კი ულოცავენ, რამეთუ მათ ამოიცნეს ჭეშმარიტება.
6. ნეტარ არიან, ვინც ზეიმობენ განშორების ჟამს, რამეთუ იხსნეს თავი ცრუ სიყვარულისგან.
7. ნეტარ არიან, ვინც გლოვობენ ქორწილს, რამეთუ გრძნობენ მის ამაოებას.
8. ნეტარ არიან მრავალჯერ განათხოვარნი, რომელნიც არ შეეგუვნენ სიცრუეს ქორწინებისას, რამეთუ ისინი მიაგნებენ ჭეშმარიტებას.
9. ნეტარ არიან კაცნი და ქალნი, რომელთაც ჰქონდათ თავის მოყვარეობა და არ იქორწინეს.
10. ნეტარ არიან ცოლნი, რომელნიც ოჯახის გადასარჩენად შვილებს არ აჩენენ.
11. ნეტარ არიან ქალნი და კაცნი,...