iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

რელიგია

სორტირება:

მეორე რჯული (ბერძ. Δευτερονόμιον, ებრ. דְּבָרִים‎, „Devarim“) – ძველი აღთქმის ხუთწიგნეულისა და ბიბლიის მეხუთე კანონიკური წიგნი. შედგება ხალხისადმი მიმართული მოსეს სამი დიდი საუბარი/ქადაგებისაგან, რომელთა მიზანია მათთვის წარსულის მოვლენების შეხსენება და უმთავრესად, მოწოდება, მუდამ უერთგულონ თავიანთ ღმერთთან დადებულ აღთქმას.

Charles Taliaferro - Author, Professor of Philosophy, St. Olaf College.

The Quranic revelation is the light which enables one to see. It is like the sun which casts light lavishly. Philosophical intelligence is the eye that sees this light and without this light one cannot see anything. If one closes one’s eyes, that is, if one pretends to pass by philosophical intelligence, this light itself will not be seen because there will not be any eyes to see it.

„რიცხვნი“ (ძვ. ბერძ. Ἀριθμοί; ებრ. בְּמִדְבַּר) ბიბლიისა და თორას მეოთხე წიგნია, რომელიც ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის კულმინაციას წარმოადგენს, რის შემდეგ ისინი ღმერთის მიერ აღთქმულ მიწას მოიპოვებენ.

„ლევიანნი“ (ძვ. ბერძ. Λευιτικόν, Leuïtikón; ებრაული: וַיִּקְרָא, Vayyīqrāʾ) – ხუთწიგნეულის და ბიბლიის მესამე წიგნი, რომელიც ძირითადად სხვადასხვა კანონებისა და დანაწესების აღწერისგან შედგება.

გამოსვლის წიგნი (ძველი ბერძნულიდან: Ἔξοδος, რომანიზებული: Éxodos; ებრაული: שְׁמוֹת Šəmōṯ, „სახელები“) არის ბიბლიის მეორე წიგნი. ის მოგვითხრობს გამოსვლის ამბავს, რომელშიც ისრაელიანები ტოვებენ მონობას ბიბლიურ ეგვიპტეში იაჰვეს ძალის წყალობით, რომელმაც ისინი თავის ხალხად აირჩია.

„დაბადება“ არის ებრაული ბიბლიისა და ქრისტიანული ძველი აღთქმის მთავარი წიგნი, რომელშიც გადმოცემულია სამყაროს შექმნისა და კაცობრიობის უადრესი ისტორია, ასევე ისრაელის წინაპრებისა და ებრაელი ხალხის წარმოშობის ამბავი.

წიგნში „გზა ღმერთისაკენ“ ავტორი საუბრობს I. ინტელექტუალურ სადჰანაზე, II. მორალურ სადჰანაზე, III. სულიერ სადჰანაზე, IV. სულიერ გამოცდილებაზე. წიგნში ასევე ავტორი საუბრობს საკუთარ რელიგიურ გამოცდილებაზე, რწმენაზე, ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, თავშეკავებაზე, არა-ძალადობაზე და ა.შ. წიგნში ასევე შესულია მ.ს. დეშპანდის ორი სტატია, 1. განდის სულიერი მოგზაურობა, მისი იდეალი. 2. განდის გზა მშვიდობისაკენ.

წიგნი „შთაგონებული საუბრები“ წარმოადგენს იმ ლექციების და საუბრების გაშიფრულ და დამუშავებულ ჩანაწერს, რომლებსაც სვამი ვივეკანანდა 1895 წლის ზაფხულში ამერიკელ მოსწავლეთა ჯგუფთან ატარებდა. წიგნის ძირითადი თემატიკაა – სიკეთე და ბოროტება, ჭეშმარიტების და ცდომილების ამოცნობის მეცნიერება. აბსოლუტი და მაია, იოგას ოთხი სახის მსგავსება და განსხვავება, უმაღლესი მე-ს პრობლემა, დუალიზმი და მონიზმი, ადამიანის ვალდებულებები ამ სამყაროში და დიადი განთავისუფლების სტრატეგია.

შთაგონებული საუბრები
5.99ლარი

შთაგონებული საუბრები

სვამი ვივეკანანდა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე წიგნში დიმიტრი უზნაძე მოკლედ და პოპულარული ენით ხსნის მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიისა და არაბთა სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიზეზებს, ასევე, განმარტავს ზოგიერთ მუსულმანურ ადათსა და წესს.

წინამდებარე წიგნი გახლავთ მიხეილ თამარაშვილის ღრმა და ფუნდამენტური პასუხი სომეხ ისტორიკოსთა და ავტორთა თავდასხმებზე, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ საქართველოში კათოლიკეთა არსებობას და ზოგადად ქართველთა გვარტომობას.

თხზულებაში აღწერილია წმიდა აბიბოს ნეკრესელის ბრძოლა ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელებთან,  მისი ღვაწლი ქრისტიანობის გავრცელებაში და მის ტანჯვა და მოკვდინება, რასაც ადგილი VI საუკუნეში ჰქონდა.

წინამდებარე ნაშრომი პირველი და მოკრძალებული მცდელობაა ქართულ ენაზე მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის გადმოცემისა. მასში გაეცნობით საინტერესო ისტორიულ მასალას, ასევე ტერმინოლოგიას, რომელიც ძველ დროს გამოიყენებოდა, ადათებს და მათი შესრულების წესებს.

მეცნიერების, მაგიისა და რელიგიის დამუშავებისას, მალინოვსკიმ არსებითად მიიღო ტრადიციული დასავლური კონცეფცია ორმაგი რეალობის შესახებ, მაგრამ, მაგალითად, ფრეზერისგან განსხვავებით, მალინოვსკის მეცნიერება გამოაქვს არა მაგიიდან, არამედ ადამიანის ცოდნის ორგანიზების უნარიდან, რაც დემონსტრირებულია ტრობრიანის მკვიდრთა ტექნიკური უნარებით მებაღეობაში, გემთმშენებლობაში და ა.შ. საპირისპიროდ ამისა, ის განიხილავდა მაგიას, რომელიც ამ უნარებთან ერთად არსებობდა, როგორც ორგანიზებულ პასუხს შეზღუდულობისა და უძლურების განცდაზე საფრთხის, სირთულისა და იმედგაცრუების წინაშე.

წიგნში გაკრიტიკებულია მეცნიერ რიჩარდ დოკინსის მოსაზრებები ფილოსოფოს თომა აქვინელის 5 გზის შესახებ.