ამ გამოცემაში შევეცადე მოკლედ მიმომეხილა ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც ისმის მასონების წინააღმდეგ, განსაკუთრებით რელიგიურ კონტექსტში და ასევე, წარმომედგინა პირადად ჩემი შეხედულებები, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადამიანის, მასონობის, რელიგიის და სახელმწიფოს ურთიერთკავშირი, თანხვედრა, თანაარსებობა და განსხვავებები. ეს მხოლოდ ჩემი, ერთ-ერთი ძმა - მასონის, მკვლევარის პირადი შეხედულებებია. წინამდებარე გამოცემაში ასევე განხილულია მაგია, როგორც რელიგიის წინაპარი, საინტერესო ანალიზია ბიბლიის, როგორც წმინდა კანონთა კრებულის, წარმოდგენილია მასონური ორდენის ისტორიის გარკვეული მონაკვეთი საქართველოს ისტორიიდან, ისევე, როგორც რელიგიის განვითარების ისტორიული ეტაპები საქართველოში.
"უპანიშად" ნიშნავს დაიხარო და დაჯდე. დაჯდე მასწავლებლის პირისპირ და გაირინდო, გახსნა ყური და გული, ხარბად ისმინო სიბრძნის სიტყვები და სვა ნექტარი უკვდავი ცოდნისა საკუთარი თავის შესახებ, და აღტაცებით თრთოდე ახალ აღმოჩენათა გამო. ცოცხალი სიბრძნის შეგნება მხოლოდ იმ გონებით შეიძლება, რომელიც გათავისუფლებულია ყველა მიბმულობისა და სიძულვილისაგან, ეგოიზმისა და საკუთრების გრძნობისაგან. როდესაც გულის ტბა ყლარტის ბლანტი ფენისაგან გასუფთავდება, "მე" მთელი თავისი პირველარსებული ჩინებულებით გაბრწყინდება. ის, ვინც თავისი თავი ჰპოვა, თაყვანისცემის ღირსია, რადგან ჭეშმარითად განთავისუფლებულია. იგი იმას შეერწყა, ვისი შეცნობაც და ვისი საკუთარ თავში გახსნაც ასე სწყუროდა.
"იუდას სახარება" არის გნოსტიკური ტექსტი, რომელიც იესოსა და იუდა ისკარიოტელს შორის დიალოგისგან შედგება. მიჩნეულია, რომ ტექსტი შექმნილია მეორე საუკუნის გნოსტიკოსი ქრისტიანებისა და არა თვით იუდა ისკარიოტელის მიერ. ერთადერთი ორიგინალი კოპტურ ენაზეა შემონახული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ინგლისურიდან.
დიდი ესპანელის ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულება 1924 წელს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნისას დაიწერა. გარდა საკუთრივ ქრისტიანობის გააზრებისა, როგორც შინაგანი ბრძოლის, პატრიოტი მწერალი ესპანეთის თანადროულ პრობლემებსაც ეხმიანება, კერძოდ კი პრიმო დე რივერას დიქტატურას, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო თავად.
მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის წინა ნაშრომი – „არსებობა, როგორც თანაზიარება“ სრულიად სამართლიანად მოიაზრება XX საუკუნის დასასრულის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თეოლოგიურ წიგნად. ის დიდი ხანია, გავლენას ახდენს ეკუმენურ დისკუსიებზე და ბევრი ეკლესიის ლექსიკონსა და ვარაუდებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი თვითშეგნებისა და სამღვდელო ხელდასხმის სპეციფიკური გაგების გააზრებას ცდილობენ. თუმცა, რასაც ზიზიულასი ეკლესიის შესახებ ამბობდა, იმ არგუმენტთა წყებით იყო გამყარებული, რასაც ჩვენ სიტყვა „ღმერთში“ ვგულისხმობთ და იმითაც, თუ როგორ აყალიბებს ღმერთზე ჩვენი წარმოდგენა ყოფიერების ჩვენსავე ხედვას. მომდევნო გვერდებზე ეს შთაბეჭდილებები უფრო და უფრო ღრმად არის გააზრებული და საფუძვლიანად აყალიბებს მთელი ქრისტიანული თეოლოგიის ამომწურავ მოდელს.