iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

12 უპანიშადა

ავტორი: საი ბაბა

2014 წელი | გამომცემელი: აქტი

მთარგმნელი: ვაჟა ნარიმანიძე

ფილოსოფია, რელიგია, ფსიქოლოგია

ფორმატები: pdf
928
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

"უპანიშად" ნიშნავს დაიხარო და დაჯდე. დაჯდე მასწავლებლის პირისპირ და გაირინდო, გახსნა ყური და გული, ხარბად ისმინო სიბრძნის სიტყვები და სვა ნექტარი უკვდავი ცოდნისა საკუთარი თავის შესახებ, და აღტაცებით თრთოდე ახალ აღმოჩენათა გამო. ცოცხალი სიბრძნის შეგნება მხოლოდ იმ გონებით შეიძლება, რომელიც გათავისუფლებულია ყველა მიბმულობისა და სიძულვილისაგან, ეგოიზმისა და საკუთრების გრძნობისაგან. როდესაც გულის ტბა ყლარტის ბლანტი ფენისაგან გასუფთავდება, "მე" მთელი თავისი პირველარსებული ჩინებულებით გაბრწყინდება. ის, ვინც თავისი თავი ჰპოვა, თაყვანისცემის ღირსია, რადგან ჭეშმარითად განთავისუფლებულია. იგი იმას შეერწყა, ვისი შეცნობაც და ვისი საკუთარ თავში გახსნაც ასე სწყუროდა.

მახასიათებლები
გადაფურცვლა
საი ბაბა
საი ბაბა

საი ბაბა - (დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში. გარდაიცვალა 2011 წლის 24 აპრილს იქვე).  ინდოელი სულიერი მოძღვარი. "განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი" - ეს საერთო ადამიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს.