"დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე" პირველი ნაწილია წიგნისა, რომელშიც ისააკ ნიუტონი ცდილობს გაერკვეს ქრისტიანული რელიგიის საწყისებში და ახსნა უპოვოს, ერთის მხრივ, იესოს მოვლენასა და მისგან გამომდინარე დამდგარ და სამომავლო შედეგებს, ხოლო, მეორეს მხრივ, გააანალიზოს ეკლესიის განვითარების გზა. თარგმანი ქართულ ენაზე სრულდება პირველად.
"იულიანე განდგომილი. ღმერთების სიკვდილი" პირველი რომანია ტრილოგიისა "ქრისტე და ანქტიქრისტე", რომელიც 1895 წელს გამოქვეყნდა. რომანი ასახავს IV საუკუნის რომის იმპერატორის, ფლავიუს კლავდიუს იულიანეს ცხოვრებასა და მის მცდელობას აღადგინოს წარმართობა სულ უფრო პოპულარული ქრისტიანობის პირობებში. ავტორის სიცოცხლეშივე რომანი "გამორჩეული მხატვრული ძალის" ნაწარმოებად იქნა მონათლული.