მახასიათებლები
- სათაური: ბიბლიის აბსურდულობანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ქლარენს დაროუ
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 7
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2110
- რეიტინგი: 3.0
სარჩევი
შესავალი;
ნეკნიდან ქალამდე;
დაუჯერებელი ამბავი;
ეს მოდა იყო;
გონება უნდა განვავითაროთ;
ურღვევი მატერია;
აგნოსტიკოსი, რადგან ვმსჯელობ;
გადაფურცვლა
რატომ ვარ აგნოსტიკოსი? იმიტომ რომ არ მწამს ზოგი ისეთი რამ, რაც სხვებს, როგორც ამბობენ, სწამთ. როგორც არ უნდა იყოს, კითხვა შემდეგშია: საიდან იღებს სათავეს თქვენი რელიგია? თავს არ შეგაწყენთ რელიგიის რაობის შესახებ მსჯელობით, მაგრამ ვფიქრობ, მის მართებულ განსაზღვრებაში, სულ ცოტა, ორი რამ უნდა იყოს გათვალისწინებული: ღმერთი და უკვდავება, ხოლო რადგან ორივე მათგანი წიგნს ეფუძნება, პრაქტიკულად იგი მთლიანად გამონაგონს წარმოადგენს.
ვინაიდან არც დრო მაქვს და არც ცოდნა, რათა დედამიწაზე არსებული ყველა რელიგიური წიგნი განვიხილო, და კიდევ იმიტომ, რომ ჩიკაგოში ვცხოვრობ, მე ქრისტიანული რელიგიით ვარ დაინტერესებული. ამგვარად, მე იმ წიგნს განვიხილავ, რომელსაც ქრისტიანულ რელიგიასთან აქვს საქმე. არის ბიბლია ადამიანის გარდა კიდევ ვინმეს ქმნილება? რასაკვირველია, არ არსებობს ისეთი წიგნი, როგორიც არის ბიბლია, ბიბლია, რომელიც სამოცდაექვსი წიგნისგან შედგება, რომელთა ნაწილი სხვადასხვა ავტორების მიერ არის შექმნილი სხვადასხვა დროს, და მოიცავს დაახლოებით 1,000-წლიან პერიოდს - ეს არის მთელი ლიტერატურა, რომელიც მათ მოიძიეს დროის მონაკვეთში, რაც ამერიკის აღმოჩენიდან დღევანდელ დღემდე გასულ დროს აღემატება.
არის ბიბლია სხვა რამ, გარდა ადამიანის მიერ დაწერილი წიგნისა? რასაკვირველია, მორწმუნეებისთვის ორივე პასუხი მისაღებია. თუ არის რაიმე, რაც მათ პრობლემას უქმნის, „ჩვენ არ გვწამს ამისი“. ყველაფერი, რაც დაბრკოლებას არ უქმნით, მათ სწამთ.
რა შეიძლება ითქვას ამ წიგნის ცნობების შესახებ სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით? რა შეიძლება ითქვას ამ წიგნის ცნობების შესახებ პირველ მამაკაცთან და პირველ ქალთან მიმართებით? ადამი პირველი იყო, და იგი 6,000 წელიწადზე ნაკლების წინ შექმნეს. ცხადია, ყველა მეცნიერმა იცის, რომ ადამიანი დედამიწაზე სულ ცოტა ნახევარი მილიონი წელიწადია არსებობს, შესაძლოა მეტიც. ადამი მარტოობას განიცდიდა და მათ თანამგზავრი შეუქმნეს მას. დიადი დღის ნამოქმედარი იყო... ან დღის ნამოქმედარი, ასე თუ ისე.
ნეკნიდან ქალამდე
მათ მარტივი გზა...
ქლარენს დაროუ
ქლარენს სიუარდ დაროუ (18.04.1857-13.03.1938) - ამერიკელი ადვოკატი, ლიბერტარიანელი, ქრისტიანობისა და ბიბლიის კრიტიკოსი, ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის წამყვანი წევრი.