მახასიათებლები
- სათაური: დაკვირვებანი წმ. იოანეს აპოკალიფსისზე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ისააკ ნიუტონი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები: 40
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2528
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
თავი I. შესავალი აპოკალიფსის შექმნის დროსთან დაკავშირებით;
თავი II. ურთიერთობის შესახებ, რომელიც იოანეს აპოკალიფსისს აქვს მოსეს რჯულის წიგნთან და ღმერთისადმი ტაძარში თაყვანისცემასთან;
თავი III. ურთიერთობის შესახებ, რომელიც იოანეს წინასწარმეტყველებას აქვს დანიელის წინასწარმეტყველებასთან და წინასწარმეტყველების საგნის შესახებ;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
თავი I. შესავალი აპოკალიფსისის შექმნის დროსთან დაკავშირებით
თავი II. ურთიერთობის შესახებ, რომელიც იოანეს აპოკალიფსისს აქვს მოსეს რჯულის წიგნთან და ღმერთისადმი ტაძარში თაყვანისცემასთან
თავი III. ურთიერთობის შესახებ, რომელიც იოანეს წინასწარმეტყველებას აქვს დანიელის წინასწარმეტყველებასთან და წინასწარმეტყველების საგნის შესახებ
შენიშვნები
თავი I. შესავალი აპოკალიფსისის შექმნის დროსთან დაკავშირებით
ირინეუსმა გამოთქვა აზრი, რომ აპოკალიფსისი[1] დომიციანეს[2] მეფობის პერიოდში დაიწერა, მაგრამ შემდეგ რამდენიმე წმინდა წიგნის შექმნის თარიღის რეალურზე გვიან გადატანა მოუწია და იძულებული გახდა აპოკალიფსისის შექმნის თარიღი კიდევ უფრო მეტად გადაეწია. შესაძლოა მას მისი მასწავლებლის, პოლიკარპესგან[3] ჰქონდა გაგებული, რომ ამ უკანასკნელმა იოანესგან[4] ეს წიგნი დომიციანეს სიკვდილის პერიოდში მიიღო; ან შესაძლოა იოანემ თავად გამოაქვეყნა წიგნი ხელახლა, საიდანაც ირინეუსმა დაასკვნა, რომ წიგნი იმ დროს იყო დაწერილი. ევსევიუსი მის „ქრონიკებსა“ და „ეკლესიის ისტორიაში“ ირინეუსის აზრს მიყვება, მაგრამ შემდეგ, „სახარების განმარტებებში“, იგი პათმოსში[5] იოანეს განდევნას მოციქულების - პეტრესა და პავლეს - სიკვდილს უკავშირებს. იგივე აზრის არიან ტერტულიანე[6] და ფსევდო-პროქორე[7], ისევე, როგორც პირველი ანტიკური თქმულების ავტორი, ვინც არ უნდა იყოს ის, იმასთან მიმართებით, რომ ნერონმა იოანე ცხელი ზეთით სავსე ქვაბში ჩასვა, საიდანაც იგი უვნებლად გამოვიდა, რის შემდეგ იოანე კუნძულ პათმოსზე იქნა განდევნილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს თქმულება სხვა არაფერია, გარდა გამონაგონისა, იგი ეფუძნება პირველი ეკლესიების მიერ ჩამოყალიბებულ აზრს, რომლის მიხედვით იოანე ნერონის დროს იქნა პათმოსზე გაძევებული. ეპიფანე ამტკიცებს, რომ იოანეს სახარება დომიციანეს დროს არის დაწერილი, ხოლო აპოკალიფსისი - კიდევ უფრო ადრე, ნერონამდე. „კომენტარების“ დასაწყისში არეთეს[8] ირინეუსის შეხედულება მოაქვს (ევსევიუსის მიხედვით), მაგრამ არ იზიარებს მას. მოგვიანებით იგი...
ისააკ ნიუტონი
ისააკ ნიუტონი (25.12.1642-20.03.1727) - ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი. მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს და გავლენიან მეცნიერად.