მახასიათებლები
- სათაური: გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება
- ISBN კოდი:
- ავტორი: გიორგი მერჩულე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3908
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
1
მოცემულ არს სიბრძნე ღირსი კეთილისა მიზეზის ქრისტეს მიერ, ღმრთისა ყოველთაჲსა, ბუნებასა ჭეშმარიტთა ბრძენთასა. ვინაჲცა ითხოვდე ბრძენთაგან სრულთა კრძალულებით სიბრძნისმეტყველებასა და სულელთაგან ლ...ს მეცნიერთა დუმილით ბრძენთა სმენასა. აწ სულელნი სიბრძნისმეტყველებენ. ხოლო თვისსა და ბრძენთა ...ნეს დუმილი... მ...თ ვერ გულისხმა ყვეს, ვითარმედ „ბრძნად მეტყველებაჲ ვეცხლი არს წმიდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული“, - ვითარცა თქვა სოლომონ.
რამეთუ რაჟამს ბრძენთა დუმილი ჰმატს, მაშინ „სიბრძნეჲ მათი გამოსავალთა ზედა იქებინ“, რამეთუ ენაჲ მათი მეტყველებისაგან ცუდისა უტყვი არნ და ძვირისსიტყვისა უქმ.
რამეთუ ძიებაჲ რაჲ სასყიდლისაჲ საქმედ უპყრიედ მათ და ყოვლადვე ბრძნობედ სიწმიდესა სიმართლით. ღირსებასა თანა და სიყვარულითა ღმრთისაჲთა გალობედ მეცნიერებით მარადის ლოცვისა შეწირვითა, ვითარცა იტყვის მოციქული - მოუკლებელად ილოცევდითო.
არამედ აწ მე ვინაჲთგან ვერ ძალ მიც მოუკლებელად ლოცვაჲ და სულელთა ყოველთა უდარეს ვარ, ნაკლულევანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად და ზოგს-რაჲმე უმჯობესად შემირაცხავს, რაჲთა ვიტყოდი ღირსად ცხორებასა ღმერთშემოსილთა კაცთასა - ნეტარისა მამისა ჩვენისა გრიგოლისა და მოყვასთა და მოწაფეთა მისთასა მადლითა და შეწევნითა ღმრთისაჲთა, რაოდენცა შეუძლო უწყებად მსმენელთა, ჭეშმარიტად თხრობილი მოწაფეთაგან და მოწაფის მოწაფეთაგან მის წმიდისათა. და ნეტართა მათ ოხითა ვპოვო ორკერძოვე ლხინებაჲ უძლურებთა ჩემთაჲ ესრეთ სიტყვათა ამათ წერითა.
2
ვითარმედ არსებადაუბადებელისა, კაცთმოყვარისა სამებისა წმიდისა მადლითა, მიუწდომელად ჩვენგან დაწერილთა - საუკუნოდ ზეცათა შინა ანგელოზთა თანა - წიგნსა მას ცხოველთასა, და ჯვარითა წმიდითა მოქადულთა დიდთა მათ მეუდაბნოეთა კლარჯეთისა დიდებულთა უდაბნოთა შინა პირველად დამკვიდრებულთა მათ წმიდათა მამათა ღირსად ცხორებულთა, სიმხნეჲ მოთმინებისაჲ და სიწმიდით შრომაჲ უფლისა სათნოჲ და სასწაულთა მათთა სიმრავლენი ქვეყანასა მას ქართლისასა აღუწერელობითა...
გიორგი მერჩულე
გიორგი მერჩულე - X საუკუნის ქართველი მწერალი, თეოლოგი, ჰიმნოგრაფი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი. მის კალამს ეკუთვნის ჰაგიოგრაფიული თხზულება "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება".