მახასიათებლები
- სათაური: ევსტათი მცხეთელის მარტვილობა
- ISBN კოდი:
- ავტორი: უცნობი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2811
- რეიტინგი: 4.5
გადაფურცვლა
თთუესა ივლისსა: კთ
1. წელსა მეათესა ხუასრო მეფისასა და არვანდ გუშნასპისა მარზაპნობასა ქართლისასა მოვიდა კაცი ერთი სპარსეთით, სოფლისა არშაკეთისაჲ, ძჱ მოგჳსაჲ, და წარმართ იყო იგი, და სახელი ერქუა მას გჳრობანდაკ, და დღითა ყრმა იყო იგი ვითარ ოც და ათ წლის.
და მოვიდა იგი ქალაქად მცხეთად და ისწავლებოდა ჴელსა მეჴამლეობისასა. და ხედვიდა იგი რჩულსა ქრისტეანეთასა და მსახურებასა ქრისტჱსსა და წმიდისა ჯუარისა ძალისა ჩინებასა. შეიყუარა მან რჩული ქრისტეანობისაჲ და ჰრწმენა ქრისტე. და ვითარ ისწავა მეჴამლეობაჲ, ითხოვა მან ცოლი ქრისტეანჱ და თჳთ ქრესტეანე იქმნა და ნათელი მოიღო. ხოლო ნათლის-ცემასა მისსა უწოდეს სახელი ევსტათი. და ცხონდებოდა წმიდაჲ ევსტათი ქრისტეანობასა შინა და სათნოებასა ქრისტჱსსა.
2. მას ჟამსა შეკრბეს სპარსნი, რომელნი მცხეთად იყვნეს, მეჯადაგენი და მეჴამლენი, ტოზიკობდეს. და მიავლინეს ნეტარისა ევსტათისა და ჰრქუეს: "მოვედ და გუერთე შუებასა ამას ჩუენსა".. ხოლო ნეტარმან ევსტათი განიცინნა და ჰრქუა მათ: "თქუენი ტოზიკი-ცა ბნელ არს, და თქუენ, მეტოზიკენი-ცა, ბნელ ხართ, ხოლო მე ქრისტჱს ბეჭედი მომიღებიეს და ქრისტჱს ტოზიკსა ვტოზიკობ, რამეთუ ქრისტჱს ბეჭდითა აღბეჭდულ ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარ".
და ვითარ ტოზიკი იგი გარდაიჴადეს, შეკრბეს იგინი-ვე მეჯადაგენი და მეჴამლენი და ზრახვა-ყვეს წინაშე უსტამისსა, მცხეთელ ციხის-თავისასა, და თქუეს: "აქა კაცი ერთი არს ჩუენისა რჩულისაგანი და ჩუენ თანა ტოზიკსა არა მოვიდის და ცეცხლი არა გამოსცის და ჩუენსა რჩულსა-ცა ჰგმობს და ჩუენ გუაგინებს და იტყჳს, ვითარმედ მე ქრისტეანე ვარ-ო. ხოლო აწ შენ მოუწოდე და ჰკითხე, რამეთუ ამას ქალაქსა შინა ჴელმწიფე ხარ".
და უსტამ, ციხის-თავმან მცხეთისამან, ისმინა მათი ევსტათისთჳს და მიავლინა ერთი მჴედართაგანი მოწოდებად ნეტარისა ევსტათისა და მრისხანედ ჰრქუა: "გიწესს შენ ციხის-თავი".
ხოლო წმიდაჲ ევსტათი მცირედ შებრკოლდა და უნდა მორიდებაჲ. და მერვე განიზრახა და თქუა: "ესე მოყუასნი ჩემნი არიან, ამათგან...