მახასიათებლები
- სათაური: ციცქნა ბესი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მარქ ტვენი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 9
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2362
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
თავი პირველი. ციცქნა ბესი ეხმარება განგებას;
თავი მეორე. ადამიანის შექმნა;
თავი მესამე;
თავი მეოთხე;
თავი მეხუთე;
თავი მეექვსე;
გადაფურცვლა
თავი პირველი
ციცქნა ბესი ეხმარება განგებას
ციცქნა ბესი თითქმის სამი წლის გახლდათ. კარგი გოგონა იყო, არა ზერელე ან არასერიოზული, არამედ გონიერი და დაფიქრებული, ბევრ დროს უთმობდა საგანთა მიზეზებისა და შედეგებთან მათი მორიგების მცდელობას. და აი, ერთ დღეს მან თქვა:
- დედიკო, რატომ არსებობს ამდენი ტკივილი, მწუხარება და ტანჯვა ამქვეყნად? რისთვის არსებობს ეს ყველაფერი?
კითხვა საკმაოდ ადვილი იყო და დედას არ გასჭირვებია პასუხის გაცემა:
- ეს ჩვენი სიკეთისთვის ხდება, ჩემო პატარავ. ბრძენი და მოწყალე ღმერთი გვიგზავნის ამ განსაცდელს, რათა დაგვსაჯოს და უკეთესებად გვაქციოს.
- ის გვიგზავნის მათ?
- დიახ.
- ყველას ის გვიგზავნის, დედიკო?
- კი, საყვარელო, ყველას. არც ერთი არ ხდება შემთხვევით. მხოლოდ ის გზავნის მათ, და ყოველთვის ჩვენი სიყვარულითა და ჩვენი უკეთესად ქცევის მიზნით.
- უცნაურია!
- უცნაური? რატომ, არა, არასოდეს მიფიქრია ასე. არასოდეს მსმენია, ვინმეს უცნაურობა ეწოდებინოს ამისთვის. მე ეს ყოველთვის ბუნებრივად და სამართლიანად მეჩვენებოდა, ისევე, როგორც ეჭვი არ შემპარვია მის გონიერებაში, სიკეთესა და მოწყალებაში.
- დედა, ვინ იფიქრა ასე პირველად? ეს შენ იყავი?
- ო, არა, საყვარელო. მე ეს მასწავლეს.
- ვინ გასწავლა ეს, დედა?
- ზუსტად ვინ, არ ვიცი... არ მახსოვს. ალბათ ჩემმა დედამ; ან მღვდელმა. მაგრამ ეს ისეთი რამ არის, რაც ყველამ იცის.
- შეიძლება, მაგრამ მაინც უცნაურია. მან შეჰყარა ტიფი ბილი ნორისს?
- კი.
- რისთვის?
- იმისთვის, რომ დაესაჯა და უკეთესად ექცია.
- ჰო, დედა, მაგრამ ის მოკვდა და, შესაბამისად, ამან ის უკეთესად ვერ აქცია.
- მაშინ, შესაძლოა რაიმე სხვა მიზეზით მოხდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ ვიცით, რომ ეს სასარგებლო მიზეზი იქნებოდა.
- დედა, შენი აზრით, რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო?
- ბევრ კითხვას სვამ! ვფიქრობ, მისი მშობლების დასასჯელად.
- კარგი, მაგრამ მაშინ ეს სამართლიანი არ არის. რატომ უნდა მომკვდარიყო ის მათი გულისთვის, როცა არაფერი გაუკეთებია.
-...
მარქ ტვენი
მარქ ტვენი, დაბ. სემუელ ლანგჰორნ კლემენსი (30.11.1835-21.04.1910) - ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი, იუმორისტი და საზოგადო მოღვაწე. მიჩნეულია "თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის მამად".