მახასიათებლები
- სათაური: წმინდა მამების ცხოვრება
- ISBN კოდი:
- ავტორი: კრებული
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4644
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
- იოანე ზედაზნელის ცხოვრება
- დავით გარეჯელის ცხოვრება
- აბიბოს ნეკრესელის ცხოვრება
- სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება
- შიოს და ევაგრეს ცხოვრება
გადაფურცვლა
სარჩევი
იოანე ზედაზნელის ცხოვრება
დავით გარეჯელის ცხოვრება
აბიბოს ნეკრესელის ცხოვრება
სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება
შიოს და ევაგრეს ცხოვრება
იოანე ზედაზნელის ცხოვრება
ცხორებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაძნელისაჲ, რომელი ბრძანებითა ღმრთისაჲთა და წინამძღურობითა სულისა წმიდისაჲთა მოივლინა ქუეყანით შუამდინარით ქუეყანად ქართლისა ათორმეტთა მოწაფეთა მისთა წმიდათა თანა განაახლა და განავრცო წმიდამან მამამან ჩუენმან ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზმან არსენი
გუაკურთხენ, მამაო!
სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა წერილისაებრ, და არა შეეხოს მათ რაჲთურთით რომელივე შემაწუხებელთაგანი, ვითარ განწმედილთა ბიწთაგანი, რამეთუ ესენი ყოველთა ამათ ივთიერთა და ზრქელთა ზესთ(ა) აღსრულნი ფრთითა სათნოებათაჲთა და ბრწყინვალებასა საღმრთოსა მიმთხუეულნი განაბრწყინვებენ მზის ქუეშესა ყოველსა. ხოლო ჴსენებისა მათისა მიერ ცისკროვან იქმნების ხილული ესე და გრძნობადი ქუეყანაჲ, ვინაჲთგან მსგავსად მნათობთა დიდთა განმტევებელნი ბრწყინვალეთა შარავანდედთანი ელვარე ჰყოფენ ყოველთა ჴსენებისა მათისა მედღესასწაულეთა და საღმრთოსა მადლსა მიჰფენენ სულსა ზედა მორწმუნეთასა, რომელნი სარწმუნოებით და სურვილით სამარადისოდ აღწერილთა წიგნსა შინა ცხოველთასა ქუენათა ამათგან და უპატიოსნესთა ჩუენ მიერ ძღუენთა, ესე იგი არს სიტყუათა ქებისათა, პატივ-სცემდენ საღმრთოჲსა დიდებისა ზიარ-ქმნულთა.
ვინაჲ გჳღირს ჩუენ, ჵ მორწმუნენო და ჴსენებისა წმიდათაჲსა მოყუარენო, ვითარ თანამდებსა რომელსამე, თანა-წარუვალსა, მიცემაჲ წმიდათათჳს ქებისა და შესხმისა მიერ დღესასწაულისა მათისა სრულ-მყოფელთა, რათა მათ მიერ ნაცვალის გებაჲ კეთილთა ნიჭთაჲ მოვიღოთ, რამეთუ ამათგანნი რომელნიმე სისხლითა თჳსითა მომგებელ იქმნნეს გჳრგჳნთა ზეციერთა, ხოლო სხუანი მღდელთ-მოძღურებისა საცხებელითა ცხებულნი და წმიდად დამმარხველნი მისნი ყოველთავე მსოფლიოთა ბიწთაგან უბიწოდ და...
კრებული
წინამდებარე კრებულში შესული ხუთი თხზულებიდან ცნობილია სამის ავტორი: "აბიბოს ნეკრესელის ცხოვრების" და "შიოს და ევაგრეს ცხოვრების" ავტორია ქართლის კათალიკოსი არსენ დიდი, ხოლო "იოანე ზედაზნელის ცხოვრების" ავტორად ასევე ქართლის კათალიკოსი, არსენ მეორეა მიჩნეული.