iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

სკამები

ეჟენ იონესკო

აბსურდის თეატრის აღიარებული ოსტატის, ეჟენ იონესკოს "სკამების" მთავარი მოქმედი პირები, ბერიკაცი და დედაბერი, სრულ უაზრობაში ცხოვრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, კეთილდღეობის ილუზორული განცდის შექმნას ცდილობენ, ეს ილუზია კი სკამებია, მათი უკანასკნელი საშუალება ფუჭად განვლილი ცხოვრების შესანიღბად. გამოქვეყნდა 1952 წელს და იმავე წელს შედგა სასცენო პრემიერა.

2.22ლარი

მელოტი მომღერალი ქალი

ეჟენ იონესკო

ეჟენ იონესკოს პირველი პიესა და, იმავდროულად, აბსურდის თეატრის პიონერი - „მელოტი მომღერალი ქალი“ - 1950 წლის 11 მაისს იქნება ნაჩვენები პირველად სცენაზე. პიესა უმთავრესად ორი წყვილის უაზრო და უშინაარსო დიალოგისგან შედგება, რომლებსაც ვერაფერი გაუგიათ ერთმანეთის და საბოლოოდ მათი ურთიერთობა სიტყვებისა და სულაც ასოების წამოძახილად იქცევა, რაც კვლავ და კვლავ უნდა განმეორდეს ამ თანამედროვე აბუსრდულ სამყაროში...

2.00ლარი

მარტორქა

ეჟენ იონესკო

„მარტორქა“ - აბსურდის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია, რომელიც 1959 წელს შეიქმნა. პიესა მრავალგვარი წაკითხვის საშუალებას იძლევა, მათ შორის ხშირად მოიაზრება, როგორც ფაშიზმის და/ან კომუნიზმის უცაბედი პოპულარობის ალეგორია, პარალელურად კი განიხილავს კულტურის, ბრბოს მენტალობისა და ფსიქოლოგიის, ზნეობის თემებს.

2.99ლარი

მოვალეობის მსხვერპლნი

ეჟენ იონესკო

„მოვალეობის მსხვერპლნი“ ავტობიოგრაფიული ელემენტების შემცველი პიესაა, რომელიც 1953 წელს გამოქვეყნდა. პიესა სხვადასხვა თემებს მოიცავს, მაგრამ მთავარი მასში, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს მოვალეობაა, რისი აღსრულება თანამედროვე სამყაროში მსხვერპლს მოითხოვს. იყო მოვალეობის მსხვერპლი, იონესკოს ენაზე ნიშნავს მიუზღო საზოგადოებას თავისი - შეესაბამებოდე ნორმებს, მონაწილეობას იღებდე გამოძიებაში, დააბეზღო მეზობელი და ა.შ. პიესის პრემიერა 1953 წლის თებერვალში შედგა პარიზის თეატრში „Théâtre du Quartier latin“.

2.55ლარი

გაკვეთილი

ეჟენ იონესკო

იონესკოს ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი პიესა, რომელიც აბსურდის სტილში წარმოგვიდგენს ჭკუიდან გადასული პროფესორისა და მისი სტუდენტის ხანმოკლე გაკვეთილს. დაწერილია 1950 წელს.

1.55ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

კრებული შედგენილია Destination B2-ის მიხედვით და წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს იმ პირთათვის, ვისაც სურს აღნიშნული წიგნის ფარგლებში შესწავლილი ფრაზული ზმნები, დერივაციები და სიტყვათა შეთანხმებები გამოიყენოს საუბარში. 

მურმან ჭანიშვილი ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობაში მოღვაწეობდა 35 წლის განმავლობაში და არის მრავალი მონუმენტური ტილოს ავტორი. იფინებოდა კავშირის მასშტაბით, ასევე ევროპისა და ამერიკის ტერიტორიაზე. მისი რუსულენოვანი პოეზია ქვეყნდება იმის ნიშნად, რომ ხელოვანს ემორჩილება როგორც ფუნჯი, ასევე კალამი!

ბრიტანული, ამერიკული და რუსული პოეზიის იშვიათი ნიმუშების თარგმანი.

გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის უკანასკნელ, მე-9 ნომერში შესულია გალაკტიონის, იოანე ყიფიანის, ნაზისის ლექსები, ასევე კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. გამოქვეყნდა 1923 წლის 12 აგვისტოს.

გალაკტიონ ტაბიძის ბოლოსწინა, მერვე ნომერში შესულია გალაკტიონის, გერცელ ბააზოვის, ირაკლი ყანჩელის და სხვათა ლექსები, გოეთეს თარგმანი ვარლამ დონდუასი, ვახრანგ გარრიკის ჩანახატი, წერილები, განცხადებები. გამოვიდა 1923 წლის 4 თებერვალს.

"გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის" მე-7 ნომერში შესულია გალაკტიონის, გობრონ აგარელის, ირაკლი ყანჩელის და სხვათა ლექსები, გოეთეს "ჰერმან და დოროთეს" თარგმანი ვარლამ დონდუასი, ვახტანგ გარრიკის ეტიუდი, თაგორის თარგმანი, განცხადებები. გამოვიდა 1923 წლის 14 იანვარს.

გალაკტიონის, საფო მგელაძის, გერცელ ბააზოვის პოეზია, გოეთეს თარგმანი ვარლამ დონდუასი, სტატიები მხატვრობის შესახებ, ესკიზები, ლადო გუდიაშვილის და კ. ზდანევიჩის ნახატები. გამოშვების თარიღი: 07.01.1923.

გალაკტიონის, ტერენტი გრანელის, გობრონ აგარელის პოეზია, ვ, დონდუას მიერ გოეთს თარგმანის გაგრძელება, წერილები საქართველოს მხატვრობისა და თეატრის შესახებ. გამოშვების თარიღი: 01.01.1923.

გალაკტიონის, ირაკლი ყანჩელის, ს. ერთაწმინდელის პოეზია, გოეთეს თარგმანი, წერილები, მოთხრობები, სიახლეები გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის მეოთხე ნომერში. გამოცემულია 1922 წლის 24 დეკემბერს.

გალაკტიონის, გ. აგარელის, ბაბილინას, ს. ერთაწმინდელის, ნარკანის პოეზია, გოეთეს თარგმანი, წერილები, სიახლეები გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის მესამე ნომერში. გამოცემულია 1922 წლის 17 დეკემბერს.

გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 1922 წლის 3 დეკემბერს. მასში იხილავთ არაერთ მიძღვნას გალაკტიონისადმი, თავად გალაკტიონის ლექსებს, ი. ვართაგავას, ვ. წილოსანის, ნ. ზედგინიძის სტატიებსა და წერილებს და კიდევ მრავალ საინტერესო მასალას.

ქართული ჰაგიოგრაფიის მე-6 წიგნში შესულია ასურელი მამების - აბიბოს ნეკრესელისა და იოანე ზედაზნელის ცხოვრება, დავით გარეჯელის ცხოვრება, საქართველოს ეკლესიის წმინდანის - სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება, და VI საუკუნის საეკლესიო მოღვაწეების - შიოსა და ევაგრეს ცხოვრება.

კრებულში შესულია IX-X სს. ქართული ჰაგიოგრაფიის ოთხი ძეგლი - უცნობი ავტორების "კოსტანტი კახის წამება", "ცხრათა ყრმათა წამება", "დავითის და ტირიჭანის წამება" (სავარაუდოდ თარგმნილია) და ეპისკოპოს სტეფანე მტბევარის "გობრონის წამება".