მახასიათებლები
- სათაური: ნათარგმნი პოეზიის კრებული
- ISBN კოდი:
- ავტორი: გურამ უგრეხელიძე
- გამომცემელი: Venetian Publishing
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 8
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 765
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
ნათარმნი პოეზიის კრებული
ქართული თარგმანის ავტორი: გურამ უგრეხელიძე
venetian publishing© 2021 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
უილიამ შექსპირი
66-ე სონეტი
გაბეზრებული ვუხმობ სიკვდილს, სწუხან თვალები,
რომ კაცთ ღირსება დღეს მათხოვრად ვპოვე შობილი,
და საზეიმოდ მოკაზმულან ნაძირალები,
და წმინდა რწმენა წარყვნილია და დაგმობილი,
და პატივმოსილ დიდებასაც წაერთვა ფასი,
და იდევნება უტყუარი სრულყოფილება,
და ქალწულთ კდემას მეძაობა ახშობს უხამსი,
და ლაჩარს გმირის დაჩოქება ეადვილება,
და ხელოვნებას ხმას უკმიდავს ხელისუფლება,
და უგნურება აზრს უსინჯავს გონიერებას,
და გულმართლობა ხომ სიბრიყვის ნიშნად ითვლება,
და ტყვე სიკეთე მსახურად ჰყავს მანკიერებას.
გაბეზრებული გავდიოდი ბარემ იმ სოფლად,
გაბეზრებული გავდიოდი ბარემ იმ სოფლად,
მაგრამ არ მინდა სატრფო დამრჩეს უჩემოდ, ობლად.
უილიამ შექსპირი
უილიამ შექსპირი
116-ე სონეტი
ვერ დავიჯერებ, შეუღლებულ მაღალსა სულებს,
აზიანებდეს ავბედითი წარმავალობა,
ჭეშმარიტ გრძნობებს ვერვინ ნახავს ჟამგადასულებს,
ზნეს არ შეიცვლის მათი მყარი შეუვალობა.
სიყვარულია ჩირაღდანი ჩაუქრობელი,
ღამის წყვდიადში მოკიაფე შუქი ნათელი,
ვიცნობ ამ ვარსკვლავს არის, მარად მიუწვდომელი,
ბობოქარ ზღვაში მეზღვაურის გზის გამმართველი.
მას ვერ დასცინებს ბრიყვისდარად სიმუხთლე ჟამის,
თუმც სილამაზეს ანადგურებს დროთა სვლის ცელი,
ცვალებადობა ვერას ავნებს წლების ან წამის,
ცვალებადობა ვერას ავნებს წლების ან წამის,
განკითხვის დღემდე არ მოელის მას განსაცდელი.
მაგრამ თუ ვცდები და მსხვერპლი ვარ ცდომილებისა,
ტრფობაც, ეს ლექსიც ზმანებაა ხდომილებისა.
უილიამ შექსპირი
უილიამ შექსპირი
130-ე სონეტი
სატრფოს თვალთაგან არ გამოკრთოს მნათობის შუქი,
არც ბაგეებზე შეიმჩნევა სიწითლე ლალის,
თოვლი თეთრია, მისი მკერდი - ხორბლისფერ მუქი,
და თავს უმოსავს შავი ჭავლი ორი დალალის.
მინახავს ვარდი ალისფერი, წითელი, თეთრი,
მაგრამ მის ღაწვებს არ ატყვის ვარდთა იერი,
სურნელებაშიც განსხვავება იგრძნობა მკვეთრი,
მისი სუნთქვიდან სდის სურნელი ხორცისმიერი,
მხიბლავს მე მისი საუბარი, თუმცა ცხადია -
მუსიკის ჟღერა იმის ხმაზე უფრო ტკბილი,
მე არ მინახავს ქალღმერთის სვლა და არც მწადია,
მუსიკის ჟღერა იმის ხმაზე უფრო ტკბილი,
მე არ მინახავს ქალღმერთის სვლა და არც მწადია,
ის კი ამ ქვეყნად დააბიჯებს ვით მიწის შვილი.
ვფიცავ, ჩემს სატრფოს მაინც ვერ სჯობს იმის მშვენება,
ქათინაური სინამდვილედ რომ ეჩვენება.
უილიამ შექსპირი
უილიამ შექსპირი
66-ე...