მახასიათებლები
- სათაური: ძველი ქართული მოთხრობა
- ISBN კოდი:
- ავტორი: კრებული
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3081
- რეიტინგი: 3.0
სარჩევი
- კოსტანტი კახის წამება
- ცხრათა ყრმათა წამება
- დავითის და ტირიჭანის წამება
- გობრონის წამება
გადაფურცვლა
კოსტანტი კახის წამება
თთუესა ნოენბერსა : ი^ :
ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა მოწამისა კოსტანტისი
ქართველისაჲ, რომელი იწამა ბაბილოვნელთა მეფისა
ჯაფარის მიერ
გუაკურთხენ, მამაო!
1. საყუარელნო, განცხადებულ არს ყოველთათჳს, ვითარმედ არავინ ყო აღწერაჲ იგი წიგნთაჲ გარნა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ დიდმან მან მოსე პირველად იწყო აღწერად შესაქმისა ცისა და ქუეყანისა, რომელ არასადა ეხილვა, არამედ უწყებითა სულისა წმიდისაჲთა აღწერა იგი ვითარცა თუალითა ხილული. და მისა შემდგომად აღწერნა სხუანი-ცა წიგნნი, რომელთა შინა აუწყა გამოსლვაჲ იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ შემდგომითი-შემდგომად ვიდრე აღსრულებადმდე მისა.
მერმე აღიწერნეს თქუმულნი იგი წინაწარმეტყუელთანი, რომელსა ქადაგებდეს მოსლვისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა და ჴორციელად ღუაწლისა მისისათჳს. ხოლო შემდგომად მოსლვისა უფლისა ჩუენი[სა] იესუ ქრისტჱსა აღ[ი]წერნეს ოთხნი ესე ევანგელენი, რომელთაგან ეხარების ნათესავთა მომავალთა მოსლვაჲ იგი უფლისაჲ და განგებულებაჲ მისი ჴორცითა მით, რომელ-იგი მიიხუნა ქალწულისა მარიამისგან წყალობისათჳს ჩუენისა, და ამისა შემდგომად საქმენი მოციქულთანი, ვითარ-იგი მოჰვლიდეს ყოველსა სოფელსა და ახარებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა, და მრავალთა ჰრწმენა მათი და "ნათელ-იღებდეს სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა".
ხოლო მარადის მტერი იგი და მოშურნჱ არა ვინაჲ დასცხრა წინა-აღმდგომად ჭეშმარიტებისათჳს, და აღაზრზინნა მეფენი მის ჟამისანი და იგინი აიძულებდეს მორწმუნეთა მათ მსახურებად კერპთა თჳსთა, ხოლო არა ერჩდეს მათგანნი, მოსწყუედდეს მათ პირითა მახჳლისაჲთა და ცეცხლითა დასწუვიდეს.
მაშინ აღ-ვინმე-დგეს კაცნი მორწმუნეთაგანნი, იწყეს აღწერად ცხორებაჲ წმიდათა მოწამეთაჲ და ვითარ სახით არნ აღსასრული ღუაწლისა მათისაჲ, სადიდებელად წმიდათა მოწამეთა და აღსაბაძველად, რომელთა-იგი შური საღმრთოჲ აქუნდეს.
ამის-ვე მიზეზისათჳს...
კრებული
სტეფანე მტბევარი - X საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, ტბეთის პირველი ეპისკოპოსი, ჰაგიოგრაფი, ტაო–კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის ერთ–ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი; განსწავლული თეოლოგი და მწიგნობარი.