ვინ ვიყავით ქართველები ქრისტიანობამდე? არსებობს თუ არა სრულიად საქართველოს წარმართულ ღვთაებათა პანთეონი? რა წარმართული ადათებია დაცული ქრისტიანობაში? რას ეთაყვანებოდნენ ძველი ქართველები? ამ და მრავალ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემას დიდი ივანე ჯავახიშვილი ცდილობს ვრცელ მონოგრაფიაში "ქართველების წარმართობა".
ივანე ჯავახიშვილი (11.04.1876-18.11.1940) - დიდი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოს საისტორიო სკოლის ფუძემდებელი, ავტორი "ქართველი ერის ისტორიისა."