თავი I. შესავალი ძველი აღთქმის წიგნების შემდგენლებთან დაკავშირებით თავი;
II. წინასწარმეტყველთა ლექსიკის შესახებ თავი;
III. ოთხი ლითონისაგან შექმნილი კერპის ხილვის შესახებ თავი;
IV. ოთხი მხეცის ხილვის შესახებ თავი;
V. სამეფოთა შესახებ, რომლებიც წარმოდგენილნი არიან კერპის თიხისა და რკინის ტერფებით თავი;
VI. სამეფოთა შესახებ, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მეოთხე მხეცის ათი რქით თავი;
VII. დანიელის[1] მეოთხე მხეცის მეთერთმეტე რქის შესახებ თავი;
VIII. დანიელის მეოთხე მხეცის მეთერთმეტე რქის ძალის შესახებ შეცვალოს დრონი და კანონები თავი;
IX. სამეფოთა შესახებ, რომლებიც დანიელთან წაროდგენილნი არიან ვერძითა და ვაცით თავი;
X. სამოცდაათი კვირის წინასწარმეტყეველების შესახებ თავი;
XI. იესოს დაბადებისა და ვნებების შესახებ თავი;
XII. წმინდა წერილის წინასწარმეტყველების შესახებ თავი;
XIII. მეფის შესახებ, რომელიც მოქმედებდა საკუთარი ნების შესაბამისად და ამაღლდა ყველა ღმერთზე მეტად და თაყვანი სცა მაჰუსიმებს[2] და არ გაუწია ანგარიში ქალების სურვილს თავი;
XIV. მაჰუსიმების შესახებ, რომლებიც თაყვანცემულ იქნენ საკუთარი ნებით მოქმედი მეფის მიერ;
თავი I. შესავალი ძველი აღთქმის წიგნების შემდგენლებთან დაკავშირებით
თავი II. წინასწარმეტყველთა ლექსიკის შესახებ
თავი III. ოთხი ლითონისაგან შექმნილი კერპის ხილვის შესახებ
თავი IV. ოთხი მხეცის ხილვის შესახებ
თავი V. სამეფოთა შესახებ, რომლებიც წარმოდგენილნი არიან კერპის თიხისა და რკინის ტერფებით
თავი VI. სამეფოთა შესახებ, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მეოთხე მხეცის ათი რქით
თავი VII. დანიელის[1] მეოთხე მხეცის მეთერთმეტე რქის შესახებ
თავი VIII. დანიელის მეოთხე მხეცის მეთერთმეტე რქის ძალის შესახებ შეცვალოს დრონი და კანონები
თავი IX. სამეფოთა შესახებ, რომლებიც დანიელთან წაროდგენილნი არიან ვერძითა და ვაცით
თავი X. სამოცდაათი კვირის წინასწარმეტყეველების შესახებ
თავი XI. იესოს დაბადებისა და ვნებების შესახებ
თავი XII. წმინდა წერილის წინასწარმეტყველების შესახებ
თავი XIII. მეფის შესახებ, რომელიც მოქმედებდა საკუთარი ნების შესაბამისად და ამაღლდა ყველა ღმერთზე მეტად და თაყვანი სცა მაჰუსიმებს[2] და არ გაუწია ანგარიში ქალების სურვილს
თავი XIV. მაჰუსიმების შესახებ, რომლებიც თაყვანცემულ იქნენ საკუთარი ნებით მოქმედი მეფის მიერ
თავი I. შესავალი ძველი აღთქმის წიგნების შემდგენლებთან დაკავშირებით
როდესაც მენაშემ (2 ნეშტ. 33:5-7) დაამკვიდრა ღვთის სახლში გაკეთებული კერპი და ქანდაკი, და სამსხვერპლოები აუგო ცის ვარსკვლავებს უფლის სახლის ორივე ეზოში, და ამასთანავე მკითხაობდა, მისნობდა, ჩხიბავდა და ბევრ სხვა უკუღმართობას სჩადიოდა, ყველა ამ უწმინდურობისთვის აშურის მეფე ასერჰადონის მიერ იქნა შეპყრობილი და ტყვედ წაყვანილი ბაბილონში; რჯულის წიგნი დაკარგული იყო მისი შვილიშვილის, იოშიას მეფობის მეთვრამეტე წლამდე. ჰილკიაჰუ მღვდელმთავარმა (2 ნეშტ. 34) იპოვა იგი ტაძრის აღდგენის შემდეგ და გადასცა მეფეს, რომელიც დიდად დამწუხრდა იმის გამო, რომ არ დაიცვა მათმა მამა-პაპამ უფლის სიტყვები და ბრძანა, რომ წაეკითხათ წიგნი ხალხისთვის და მოთხოვა ხალხს ახალი აღთქმის დადება უფლის წინაშე....