მახასიათებლები
- სათაური: წმიდისა სამებისათვის
- ISBN კოდი:
- ავტორი: გრიგოლ ნოსელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2026
- რეიტინგი: 4.3
სარჩევი
გადაფურცვლა
საკითხავი, თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ნოსელისაჲ წმიდისა სამებისათჳს, რომელსა შინა მოიჴსენებს აბრაჰამს
ვითარცა-იგი შეემთხუევის ხილვისმოყუარეთა, რაჟამს-იგი მრავალფერთა ყუავილთა მიერ აღსავსეთა ველთა მიემთხჳნენ, რომელთა-იგი პირად-პირადი შუენიერებაჲ და ზოგადი ჰაეროვნებაჲ ერთისა რაჲსმე მათგანისა განცდად არა შეუნდობს, და ესრეთ, ყოველთა მიმართ რაჲ განავრცინ ხილვისმოყუარე იგი გულისთქუმაჲ, ყოველთაგანვე სწორებით გამოეჴუნიან, ესევითარივე სახე შეემთხჳა გონებასაცა ჩემსა ყუავილოვანსა მას წერილთასა მიხედვითა, რამეთუ პირად-პირადი იგი შუენიერებაჲ ძალისა მათისაჲ სწორებით მიზიდვითა სულისაჲთა მიმოაკუეთებს სურვილსა ჩემსა და დაუდგრომელ ჰყოფს, რამეთუ სწორთა შორის არა ადვილ არს უაღრესისა პოვნაჲ.
რამეთუ იხილე-ღა, თუ ვითარ ბრწყინვენ დიდისა დავითის წინაჲსწარმეტყუელებათა ყუავილნი! და კუალად, თუ ვითართა ყუავილთა სამოთხისათა ფეროვნებასა მოგუფენს მოციქული და ქრისტეს მიერითა სულნელებითა აღგუავსებს! ხოლო სახარებისა ველთა ყუავილთა ვინმცა უძლო სიტყჳთ აღრაცხუად, ანუ თუ რომელმანცა გონებამან წარმოაჩინნა!
ვინაჲცა კეთილად ვჰგონებ, რაჲთა ჟამსა ამას მოვიჴსენო სიტყუაჲ იგი იგავთაჲ, რომელსა გუამცნებს, რაჲთა მივემსგავსნეთ ფუტკარსა, რომელი-იგი დაღაცათუ ძალითა უძლურ არს, არამედ სიბრძნე მისი იქების წერილთა შინა (ზირ. 11.3), და არასადა ვის უხილავს იგი, ვითარმცა ყოველივე ყუავილი სრულებით მოეკრიბა მას, და ზურგითა აღტჳრთულსა სკისა მიმართ მიეღო. არამედ წულილსა მას და მტუერისსახესა ყუავილისა ფურცელთა შინა მდებარესა ძალსა ფრთეთა მიერ და პირისა და ფერჴთა შეკრებულსა წარიღებს, და ესრეთ შურების სიბრძნითა სავსესა მას ნაშრომსა თჳსსა; და ექუსკედელთა მათ და არა მართლმოზავებულთა საუნჯეთა თაფლისათა აღჰმართებს და ფრთეთა სილბოჲსა და სიწყლტოჲსა მიერ მოაწრფელებს შენადგამთა მათთა და კედელთა, და შინაგან თაფლითა აღავსებს, რომელი-იგი პატიოსან არს და საწადელ მდიდართა და გლახაკთა, და ვიდრე მეფეთამდეცა მიიწევის პატიოსნებაჲ სიტკბოებისა...