iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

რელიგია

სორტირება:

არეოპაგელის ერთ-ერთი ძირითადი ტრაქტატი, "საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათვის" ანუ "მისტიკური თეოლოგია" ეხება პირველმიზეზის ანუ სამყაროს საწყისის საიდუმლო განსაზღვრებას.

არსებობს ისტორიული და სახარებისეული იესო, რომლებიც არ არიან იდენტურნი. ავტორი ცდილობს გვიჩვენოს, რომ იესო ქრისტეს ის სურათი, რომელიც სახარებებშია წამოდგენილი, ნეგატიურ ასპექტებს გულისხმობს.

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს თომა აქვინელის ნაშრომის "თეოლოგიის კომპენდიუმის" რამდენიმე თავის თარგმანს.

1.არის თუ არა ღმერთის არსებობა თავისთავად ცხადი? 2.შესაძლებელია თუ არა ღმერთის არსებობის დამტკიცება? 3

სტატიაში განხილულია ეთიკური პრობლემატიკის ორი ალტერნატიული გადაჭრის გზა. ავტორი ცდილობს ეთიკური საკითხის განიხლივისას, ობიექტური პოზიცია შეინარჩუნოს და ეთიკური საკითხების ფილოსოფიური კვლევა შემოგვთავაზოს.

ფილოსოფოსმა ბერტრან რასელმა თავის ნაშრომში "რატომ არ ვარ ქრისტიანი" გააკრიტიკა იესო ქრისტეს პიროვნება. ამ სტატიაში ავტორი ცდილობს გვიჩვენოს, რომ ბერტრან რასელის მიერ ქრისტეს პიროვნების კრიტიკა გარკვეულ სუსტ წერტილებს შეიცავს.

„უპანიშადები“ სანსკრიტზე შექმნილი ტექსტებია, რომლებიც ინდუიზმის ცენტრალურ ფილოსოფიურ იდეებსა და კონცეფციებს შეიცავს. ისინი ვედების ნაწილია და ოთხი ვედის ცალკეულ თავებს აჯამებენ. ზოგი უპანიშადა ჩვენს დრომდეა შემორჩენილი. წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია სხვადასხვა უპანიშადების ფრაგმენტები.

ცნობილი ანთროპოსოფისტის ეს მცირე ლექცია აყალიბებს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვით ჩვენ მიქელ მთავარანგელოზის მეორედ გამოვლინების დროში ვიმყოფებით, რაც ქრისტეს განახლებულ ცნობიერებასთან დაახლოვების საშუალებაა.

„ლავსაიკონი“ ეგვიპტური განდეგილური ეპოქის ლიტერატურული ძეგლია, რომელიც ერთის მხრივ ისტორიულ ცნობებს გვაწვდის წმინდა მამათა და მარტვილთა ცხოვრების შესახებ IV საუკუნეში, მეორეს მხრივ კი ზნეობრივ-დიდაქტიკურ ხასიათს ატარებს.

ლავსაიკონი
2.00ლარი

ლავსაიკონი

პალადი ჰელენოპოლელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მაკნამარა ამ ტრაქტატში, ერთი შეხედვით ახლებურ ხედვას გვთავაზობს ღმერთთან ურთიერთობისა, რაც მის მისტიურ აღქმას, გონისაგან თავისუფალ განცდას გულისხმობს, თუმცა, მეორეს მხრივ, ასეთი მიდგომა ახლოსაა მხოლოდ რწმენით, სხვა არგუმენტების გარეშე ღმერთის აღიარებასთან.

ქლარენს დაროუ გაშმაგებით ესხმის თავს სულის, შესაბამისად კი, უკვდავების იდეას და, მიუხედავად გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგო პესიმისტური დასკვნისა, აქაური, მიწიერი ბედნიერების ფორმულას გვთავაზობს.

სულის მითი
1.77ლარი

სულის მითი

ქლარენს დაროუ

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"დაო დე ძინი" გახლავთ როგორც ფილოსოფიური, ასევე რელიგიური დაოიზმის ფუნდამენტური ტექსტი ორაზროვანი მნიშვნელობის შინაარსით, რომელიც საკითხთა ფართო წრეს ეხება - მბრძანებლებისათვის რჩევებიდან პრაქტიკულ რეკომენდაციებამდე უბრალო ადამიანთათვის. "დაო დე ძინმა" უდიდესი გავლენა მოახდინა სხვა სკოლებზე და დღესაც ყველაზე ხშირად თარგმნად ტექსტს წარმოადგენს მსოფლიო ლიტერატურაში.

ლორენცო ვალა პირველი იყო მათ შორის, ვინც მეცნიერული არგუმენტებით ამხილა ე.წ. "კონსტანტინეს ნაბოძვარის" სიყალბე, დოკუმენტისა, რომლის საფუძველზე პაპები საუკუნეთა განმავლობაში აცხადებდნენ პრეტენზიას ევროპის დიდ ნაწილზე. ტექსტი შეიცავს თავად "კონსტანტინეს ნაბოძვარს", ვალას მსჯელობასა და შენიშვნებს. ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად.

მსჯელობა
4.99ლარი

მსჯელობა

ლორენცო ვალა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ვინ ვიყავით ქართველები ქრისტიანობამდე? არსებობს თუ არა სრულიად საქართველოს წარმართულ ღვთაებათა პანთეონი? რა წარმართული ადათებია დაცული ქრისტიანობაში? რას ეთაყვანებოდნენ ძველი ქართველები? ამ და მრავალ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემას დიდი ივანე ჯავახიშვილი ცდილობს ვრცელ მონოგრაფიაში "ქართველების წარმართობა".

XIX საუკუნის ცნობილი ქართველი ღვთისმეტყეველი და დიდი პატრიოტი, მიხეილ თამარაშვილი წლების განმავლობაში ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებს ეცნობოდა, სადაც ფასდაუდებელი მასალა შეაგროვა საქართველოში კათოლიკობის არსებობისა და მეტიც, მისი ნაკლებადცნობილი და გარკვეულწილად მიჩუმათებული პოპულარობის შესახებ. შედეგს წინამდებარე წიგნი წარმოადგენს, პირველად გამოცემული 1902 წელს.

ბავშვის თვალით დანახული რელიგიურ-თეოლოგიური საკითხები, შეზავებული მარქ ტვენისეული ხალასი იუმორით, ეს გახლავთ დიალოგის სტილში შექმნილი მოთხრობა "ციცქნა ბესი".