მახასიათებლები
- სათაური: ქრისტე გოლგოთას მისტერიის დროს და ქრისტე XX საუკუნეში
- ISBN კოდი:
- ავტორი: რუდოლფ შტაინერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 12
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2107
- რეიტინგი: 4.5
გადაფურცვლა
რუდოლფ შტაინერი - ქრისტე გოლგოთას მისტერიის დროს და ქრისტე XX საუკუნეში
Rudolf Steiner - Jesus während Golgotha und Jesus im XX Jahrhundert
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის გიორგი ნიშნიანიძეს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ქრისტე გოლგოთას მისტერიის დროს და ქრისტე XX საუკუნეში
კაცობრიობის მისტერიებიდან გოლგოთას მისტერიის გაგება ყველაზე რთულია. იგი იმისათვისაც რთულია, ვინც გარკვეულ საფეხურს მიაღწია ოკულისტურ განვითარებაში. ყველა ჭეშმარიტებიდან, რომელსაც ადამიანი ეხება, სწორედ ეს ჭეშმარიტება ძალზე იოლად შეიძლება იქნას არასათანადოდ გაგებული. მისი სირთულე გაპირობებულია იმით, რომ გოლგოთას მისტერია ერთადერთი მოვლენა იყო დედამიწის მთელს ევოლუციაში და იგი გახლდათ უდიდესი იმპულსი კაცობრიობის ევოლუციისათვის, რომელიც ადამიანის განვითარების მანძილზე მანამდე არასოდეს არსებულა და მომავალშიც მსგავსი სახით აღარასოდეს განმეორდება.
კაცობრიობა შედარებებისათვის ყოველთვის იძიებს გარკვეულ საზომსა და ნიმუშს, რათა მისი დახმარებით გაიგოს საგნის არსი, ჩასწვდეს მოვლენათა ვითარებას, მაგრამ თავისი ერთადერთობის გამო, რაც შედარების მიღმა დგას და რისი გაზომვაც შეუძლებელია, გოლგოთას მისტერიის გაგებაც, რა თქმა უნდა, ძალზე ძნელია.
ახლა ჩვენ თეოსოფიური მოძრაობის ცენტრში გვიხდება მუშაობა და ვცდილობთ, გოლგოთას მისტერია სხვადასხვა კუთხით განვიხილოთ.
მაგრამ განუწყვეტლივ შეიძლება სულ ახალი და ახალი ასპექტების წარმოზიდვა და ასევე განუწყვეტლივ...
რუდოლფ შტაინერი
რუდოლფ იოზეფ ლორენც შტაინერი (27.02.1861-30.03.1925) - ავსტრიელი ფილოსოფოსი, სოციალური რეფორმატორი, არქიტექტორი და ეზოთერიკოსი. მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოაყალიბე სპირიტუალური მოძრაობა - ანთროპოსოფია.