მახასიათებლები
- სათაური: უპანიშადები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანონიმური
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 31
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3225
- რეიტინგი: 3.4
სარჩევი
ბრიჰადარანიაკა უპანიშადა;
აითარეია უპანიშადა;
ქაუშითაქი უპანიშადა;
ქენა უპანიშადა;
თაითირია უპანიშადა;
განყოფილება ბჰრიგუ;
ქათჰა უპანიშადა;
გადაფურცვლა
სარჩევი
ბრიჰადარანიაკა უპანიშადა
აითარეია უპანიშადა
ქაუშითაქი უპანიშადა
ქენა უპანიშადა
თაითირია უპანიშადა
განყოფილება ბჰრიგუ
ქათჰა უპანიშადა
ბრიჰადარანიაკა უპანიშადა
განყოფილება მადჰუ
თავი პირველი
ბრაჰმანა პირველი
1. ომ! ჭეშმარიტად! დილისა რიჟრაჟი - თავია სამსხვერპლო ცხენისა, მზე - თვალია მისი, ქარი - მშვინვაა მისი, მისი აფჩენილი ხახა - ცეცხლი ვაიშვანარაა; წელიწადი - ტანია სამსხვერპლო ცხენისა, ცა - ზურგია მისი, ჰაერისა სივრცენი - მუცელია მისი, მიწა - საზარდულია მისი, ქვეყნიერებისა კიდენი - ფერდებია მისი, შუალედი კიდენი - ნეკნებია მისი, წელიწადის დრონი - ასონია მისი, თვენი და ნახევარ-თვენი - შენაწევრებანია მისი, დღენი და ღამენი - კიდურებია მისი, ვარსკვლავნი - ძვლებია მისი, ღრუბლები - ხორცია მისი; საზრდელი მის კუჭში - ქვიშაა. მდინარენი - ძარღვნია მისი, ღვიძლი და ფილტვები - მთებია. ბალახნი და ხენი - თმანია მისი, ამომავალი მზე - წინა ნახევარია მისი, ჩამავალი მზე - უკანა ნახევარია მისი. რაჟამსა დააღრჭენს ხახასა, ელვა ელავს; რაჟამსა შეიძრწოლებს, მეხი გრგვინავს; რაჟამსა ფსამს, წვიმს, ხმანი - ჭიხვინია მისი.
2. ჭეშმარიტად! დღე იშვა ცხენისთვის ვითა ბარძიმი მაჰიმანისა, რასაც წინ უდგამენ ცხენსა; აკვანი მისი - აღმოსავლეთისა ზღვაშია. ღამე იშვა ცხენისთვის ვითა ბარძიმი მაჰიმანისა, რასაცა უკან უდგამენ ცხენსა. აკვანი მისი - დასავლეთისა ზღვაშია. ჭეშმარიტად! ბარძიმნი მაჰიმანისა იშვნენ ცხენის ორთავ მხარეს. რაშად რომ იქმნა, ღმერთებს დააქროლებდა, ჰუნედ რომ იქმნა - განდჰარვებს, მერნად რომ იქმნა - ასურთ, ტაიჭად რომ იქმნა - კაცთ. ზღვა - დამბადებელია მისი, ზღვა - აკვანია მისი.
ბრაჰმანა მეორე
1. პირველჟამად აქ არა იყო რა. ყოველი მოცული იყო სიკვდილითა ანუ სიყმილითა, უკეთუ სიყმილი - სიკვდილია. მან, სიკვდილად ხმობილმან, ინატრა: „დაე ვიქმნე მე ხორცქმნილი“ - და შეჰქმნა გონება. და დაიძრა იგი დიდებამოსილი, და დიდებამოსილებითა მისითა, იშვა...