მახასიათებლები
- სათაური: სულის მითი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ქლარენს დაროუ
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 15
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2048
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
სულის მითი;
გადაფურცვლა
არის უკვდავების რწმენა აუცილებელი ან თუნდაც სასურველი?
ალბათ არ არსებობს ადამიანის გულუბრყვილობის უფრო განსაცვიფრებელი მაგალითი, ვიდრე უკვდავების ფართოდ გავრცელებული რწმენაა. ეს იდეა არა მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ სიკვდილი არ წარმოადგენს იმის დასასრულს, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვუწოდებთ, არამედ იმასაც, რომ პიროვნული იდენტურობა, მეხსიერების ჩათვლით, მიღმურ სამყაროშიც არსებობს. იმდენად არის ჩვეულებრივი ადამიანი ჩაფრენილი ამ რწმენას, რომ, როგორც წესი, უარს ამბობს დაფიქრდეს ან გაეცნოს ნააზრევს ამ საკითხზე, ვაითუ მის სანუკვარ ოცნებას ჩრდილი მიადგეს. მრავალი მათგან, ვინც გარისკავს და გაეცნობა ამ ნაშრომს, ამას მხოლოდ იმ აზრით გააკეთებს, რომ გადარწმუნებული არ იქნას და არც კი გაითვალისწინებს იმ მრავლობით მიზეზს, რომელმაც შესაძლოა მისი რწმენა შეარყიოს. მე ვიცი, რომ ეს ასეა, რადგან ჩემთვის ცნობილია საკითხისადმი მიდგომის უსურველობა, ისევე, როგორც გზიდან გადაუხვევლობის სიმტკიცე. ამგვარად, მითია დაბრკოლება ფაქტებთან შეგნებული შეგუების გზაზე.
მათ შორის მრავალიც კი, ვინც პრეტენზიას აცხადებს, რომ სწამს უკვდავება, საკუთარ თავსა და სხვებთანაც აღიარებს, რომ საკითხის არც ერთი მხარე არ ექვემდებარება დასაბუთებას. რა აზრს დებენ ეს იმედით აღსავსე ადამიანები სიტყვაში „დასაბუთება“? საბუთები პირადი შეგნების ურყეობის წინააღმდეგ ისევე ძლიერია, როგორც მიზიდულობის ძალისა, და მეტად ხილული; იმდენად დამარწმუნებელი და უცილობელია, როგორც ცეცხლის მიერ ხის ან ნახშირის განადგურების საბუთი. თუ უდაო არ არის ის, რომ სიკვდილი პირადი იდენტურობისა და მეხსიერების დასასრულია, მაშინ არაფერი, რასაც ადამიანი ჭეშმარიტებას უწოდებს, ექვემდებარება დასაბუთებას.
ხალხისა და მისი შემადგენელი ინდივიდების რწმენა წარსულის გადმონაშთს წარმოადგენს. საგულდაგულო შესწავლის გარეშე ვერავინ შეძლებს იმის გააზრებას, თუ ადამიანის სანუკვარი ოცნებებიდან რამდენი წარმოადგენს სრულიად უსაფუძვლოს. კაცობრიობის ერთობლივმა გამოცდილებამ უნდა ასწავლოს ადამიანს, რაოდენ იოლია იმის...
ქლარენს დაროუ
ქლარენს სიუარდ დაროუ (18.04.1857-13.03.1938) - ამერიკელი ადვოკატი, ლიბერტარიანელი, ქრისტიანობისა და ბიბლიის კრიტიკოსი, ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის წამყვანი წევრი.