მახასიათებლები
- სათაური: მორალის განხილვა ათეისტური და თეისტური პოზიციიდან
- ISBN კოდი:
- ავტორი: ზურა მურვანიძე
- გამომცემელი: Indenpendent Research
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 3
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1305
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მორალის განხილვა ათეისტური და თეისტური პოზიციიდან;
გადაფურცვლა
შესავალი
რა არის ადამიანში ის, რაც მას კეთილისა და ბოროტს შორის სხვაობის გაკეთებაში ეხმარება? როგორი საქციელია მოსაწონი საზოგადოებაში და რაზე ვაფუძნებთ ჩვენ ეთიკას? ვინ უნდა განსაზღვროს რა არის სწორი და რა არა? ეს ყველა კითხვა ეთიკური ხასიათისაა და მათზე პასუხი სხვადასვხა კუთხიდან შეიძლება გაეცეს. სანამ იმის განხილვას დავიწყებთ, თუ რა არის საბოლოო ინსტანცია, რომელიც არის ობიექტური შკალა იმისა თუ რა არის სწორი და რა არა, მანამდე განვსაზღვროთ, თუ რა არის ეთიკა და რას შეისწავლის ის? ეთიკა (თიკა (ბერძნ. ἠθικόν, ძვ. ბერძნ. ἦθος-დან — ეთოსი, „ზნე“) ეს არის ფილოსოფიური მეცნიერება, რომელიც იკვლევს, თუ რა პრიცნიპის მიხედვით ვამბობს რაიმე, მოვლენაზე რომ ის არის სწორი, ან არასწორი.[1] თეისტი[2] ფილოსოფოსები ფიქრობენს, რომ კეთილი და სწორი სწორედ იმიტომაა რაიმე, რომ ღმერთს სურს, რომ ასე იყოს.[3] სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ღმერთის არის ობიექტური საზომი იმისა, რა არის სწორი და რა არა. ამ პოზიციას, მკვეთრად უპირისპიდრებიან ათეისტი[4] ფილოსოფოსები. მათ მიაჩნიათ, რომ ეთუკური შეხედულებები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, არა ღმერთის მიერ დადგენილი სტანდარტებია, არამედ ევოლუციის შედეგად მიღებული ბუნებრივი პროცესი.[5] სწორედ ასე მიიჩნევს ცნობილი მეცნიერი და მსოფლიოში სახლგანთქმული ათეისტი რიჩარდ დოკინსი(+1941). მაგრამ, რომელი პოზიციაა სწორი? ათეისტების მიერ შემოთავაზებული თეორიაა სწორი, რომელ ადამიანში არსებულ ეთიკურ შეხედულებებს, ევოლუციის თეორიის დახმარებით ხსნის? თუ თეისტების მიერ შემოთავაზებული თეორიაა სწორი, რომელიც მიიჩნევს, რომ რაიმე სწორე იმიტომაა კარგი, რომ ღმერთს სურს ასე? ავტორი სწორედ ამ პრობლემატიკის ობიექტურ მიმოხილვას და გადაწყვეტას ისახავს მიზნად. ის ცდილობს გვაჩვენოს, რომ ადამიანში არსებული ეთიკური შეხედულებების მენციერულად ახნსა თითქმის შეუძლებელია და ამ საკითხს ფილოსოფიურად უნდა მივუდგეთ. ასევე, ავტორი ცდილობს გვიჩვენოს, რომ როგორც თეისტურ, ასევე ათეისტურ თეორიას აქვს სუსტი წერტილები და ისინი ბოლომე მაინც ვერ ხსნიან, თუ რატომ...