მახასიათებლები
- სათაური: საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათვის
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიონისე არეოპაგელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 3
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1879
- რეიტინგი: 3.7
სარჩევი
თავი I. რა არის ღვთაებრივი წყვდიადი;
თავი II. როგორ უნდა შეერთო ყოველთა მიზეზსა და ზეშთაყოველს და როგორ მიუჯდა ძღვნად გალობანი;
თავი III. რანი არიან ღმრთის დადებითი განსაზღვრებანი და რანი უარყოფითნი;
თავი IV. იმისათვის რომ არც ერთი გრძნობადთაგანი არ არის თავისი უპირატესობით რაიმე გრძნობადის მიზეზი;
თავი V. იმისათვის, რომ არც ერთი გონითთაგანი თავისი უპირატესობით არ არის რაიმე გონითის მიზეზი;
განმარტებები;
გადაფურცვლა
დიონისე არეოპაგელი - საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათვის
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
თავი I. რა არის ღვთაებრივი წყვდიადი
§ 1 სამებაო ზეარსისაო, და ზეღმრთისაო, და ზესიკეთისაო, განმგებელო და მფარველო ღვთაებრივი სიბრძნისა ქრისტეანთა, წარგვმართე ჩვენ, ზეშეუცნობელისა, ზენათელისა და უმაღლესისა მწვერვალისკენ საიდუმლო მეტყველებათა, სადაც მარტივი და სრული და უცვალებელი იდუმალებანი ღვთისმეტყველებისა, შებურულან საიდუმლო ხელთდასხმულის გარინდებათა ზენათელი წყვდიადით, უბნელესში თვალისმჭრელი ბრწყინვალებით დამაბრმავებელად აშუქებენ და ყოვლად შეუხებადობასა და უხილვადობაში, ზემშვენიერებათა ელვარებით ზეაღავსებენ უმხედველობო გონებათა. ხოლო შენ, საყვარელო ჩემო ტიმოთე, საიდუმლო ხილვათადმი ანთებული ლტოლვით შეგრძნებანიცა და ქმედებანიც გონისეულნი დაუტევე, ყოველი გრძნობითა და გონით წვდომადი, ყოველი არარსებული და არსებული და რაოდენ შესაძლო არს, შეუცნობლად ამაღლდი ზეშთა ყოველთა არსთა და ცოდნათადმი შესაერთებლად რამეთუ მხოლოდ განმარტოებული და თავისუფალი ყოფით, საკუთარი თავისა და ყოველთაგან წმიდა განდეგილობით, ყოველთა დაგმობითა და უბრალოებით ძალგიძს ღვთაებრივი უკუნის ზეარსული ნათებისადმი მიახლება.
§ 2 წინდახედვით იყავ, ესე ყოველი, რაითამე გზით, ვინმე იდუმალთან უზიარებელ უნათლებელმა არ ისმინოს. ასეთებად ვთვლი, რომელთაც, ერთიანად დაჯერებულთ, არსებულთა მაღლა არარაჲ ყოფნა ზეარსულად არ ეგულვებათ, არამედ ფიქრობენ,...