მახასიათებლები
- სათაური: თეოლოგიის კომპენდიუმი
- ISBN კოდი:
- ავტორი: თომა აქვინელი
- გამომცემელი: Magda
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 5
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1934
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მთარგმნელისაგან;
თავი 3;
თავი 4;
თავი 5;
თავი 6;
თავი 8;
გადაფურცვლა
მთარგმნელი: ბაქარ ქავთარაძე
მთარგმნელისგან
თომა აქვინელი (1225-1274) არის მაღალი შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი და თეოლოგი, რომლის მიერ შექმნილი ნაშრომები, სპეკულატიური აზროვნების მწვერვალად ითვლება. ის ასევე არის თომიზმის, როგორც ფილოსოფიური მიმართულების ფუძემდებელი, რომელიც დღემდე კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური ფილოსოფიად ითვლება. თომა აქვინელის ავტორიტეტის აღიარებამ, კათოლიკე ეკლესიაში, რამოდენიმე ეტაპი გაიარა. მართალია, მისი ავტორიტეტის აღიარებას, გარკვეული წინააღმდეგობები შეხვდა, მაგრამ მისი მასწავლებლის ალბერტ დიდის (1193-1290) დახმარებით, კათოლიკე ეკლესიამ მალევე გააცნობიერა, რომ თომა აქვინელის ნაშრომები, უმნიშვნელოვანესი იყო, როგორც თეოლოგიური, ასევე ფილოსოფიური თვალსაზრისით. თომა აქვინელის ავტორიტეტი კათოლიკე ეკლესიაში კიდევ უფრო მაშინ გაიზარდა, როდესაც პაპმა ლეო XIII 1899 წელს, გამოაქვეყნა ენციკლია სახელწოდებით aeterni patris” (მარადიულ მამას) და კათოლიკე ფილოსოფოსებს და თეოლოგებს, თომა აქვინელის შრომების შესწავლა და გამოცოცხლება დაავალა.[1] ამ პროცესმა დასაბამი მისცა ნეოთომიზმს და თომა აქვინელის პიროვნება, კიდევ ერთხელ მოექცა ფილოსოფოსთა ყურადღების ცენტრში. ამის შემდეგ, ნეოთომიზმი, როგორც ფილოსოფიური მიმდინარეობა, კიდევ უფრო აქტუალური გახდა და ის მალევე გაცდა იტალიიის საზღვრებს.[2]
თომა აქვინელის ნაშრომთა სია უზარმაზარია. მან ნაშრომების წერა 30 წლის ასაკში დაიწყო და მისი მოღვაწეობა 19 წლის განმავლობაში გაგრძელდა 1274 წლის 6 დეკემბრამდე, როცა მან რაღაც მისტიკური განიცადა და წერა შეწყვიტა. ამ ხნის განმავლობაში მან დაწერა 150 წიგნი, რაც 20000 გვერდზე მეტია. ეს მართლაც გასაოცარი შედეგია. ეს შედეგი კიდევ უფრო გაგვაოცებს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თომა დღის განმავლობაში რამოდენიმე საათს უთმობდა წერას, მისი გადატვირთული გრაფიკის გამო. როგორც გილბერტ ჩესტერტონი მართებულად შენიშნავს, თომა მაშინაც ფიქრობდა ფილოსოფიურ და თეოლოგიურ საკითხებზე როცა არ წერდა, რადგან სხვაგვარად ის ამდენი წიგნის...