მახასიათებლები
- სათაური: ქრისტიანული მისტიური ტრადიციები
- ISBN კოდი:
- ავტორი: უილიამ მაკნამარა
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 52
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2112
- რეიტინგი: 3.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
ქრისტიანული მისტიური ტრადიციები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
ქრისტიანული მისტიური ტრადიციები
საავტორო უფლება
Philos© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
უილიამ მაკნამარა - ქრისტიანული მისტიური ტრადიციები.
ქრისტიანული მისტიური ტრადიციები
იესო ქრისტე
მისტიური განცდა
ჩვენს დროში არცერთი სიტყვა - თვითონ „ჰუმანიზმი“ და „სოციალიზმიც“ კი არ გამოიყენება ისე მოუფიქრებლად და ზერელედ, როგორც სიტყვა „მისტიკა“. გუტბერტ ბატლერი ძალიან ნათლად და გარკვევით წერს ამის შესახებ თავის შესანიშნავ ქმნილებაში „ვესთერნ მისთისიზმ“. ეს სიტყვა („მისტიკა“) დღეს ყოველგვარი შესაძლებელი ცნების გამოსახატავად გამოიყენება: თეოსოფიისა, სპირიტიზმისა და წინასწარჭვრეტისა, „დემონიზმისა“ და ჯადოსნობისა, ოკულტიზმისა და მაგიისა, უჩვეულო სულიერი განცდებისა, სხვადასხვაგვარი გამოვლინებისა და ხილვისა, იმქვეყნიური ცხოვრების რწმენისა და უკიდურესი მეოცნებეობისა, მოუქნელობა-მოუხერხებლობისა პრაქტიკულ ცხოვრებაში, პოეზიის, მუსიკის და მხატვრობის ამა თუ იმ სახისა, რომელთა მოტივი ხშირად მრავალმნიშვნელოვანი და ბუნდოვანია. იგი გამოიყენება იმ რელიგიური განწყობილების (მიმართულების) აღსანიშნავად, გამოსახატავად, რომელიც დოგმებსა დ დოქტრინებზე, ეკლესიაზე და ზიარებაზე არ „ზრუნავს“ და თანაბრდება იმ განსაზღვრულ მსოფლმხედველობასთან, რომელიც ღმერთს ბუნებრივად ხედავს და შეიცნობს იმ თვალსაზრისით, რომ მატერიალური ქმნილება და ქმედება სხვადასხვაგვარად ახდენს სულიერ ჭეშმარიტებათა სიმბოლიზებას: მშვენიერი და ჭეშმარიტი აღქმა, რომელიც მაინც არ...