"დაო დე ძინი" გახლავთ როგორც ფილოსოფიური, ასევე რელიგიური დაოიზმის ფუნდამენტური ტექსტი ორაზროვანი მნიშვნელობის შინაარსით, რომელიც საკითხთა ფართო წრეს ეხება - მბრძანებლებისათვის რჩევებიდან პრაქტიკულ რეკომენდაციებამდე უბრალო ადამიანთათვის. "დაო დე ძინმა" უდიდესი გავლენა მოახდინა სხვა სკოლებზე და დღესაც ყველაზე ხშირად თარგმნად ტექსტს წარმოადგენს მსოფლიო ლიტერატურაში.
ლაო-ძი - ანტიკური ხანის (V-IV სს. ჩვ. წ.ა.) ჩინელი ფილოსოფოსი და მწერალი, დაოიზმის ფუძემდებელი. რელიგიურ დაოიზმსა და ტრადიციულ ჩინურ რელიგიებში ღვთაებად არის აღიარებული. წარმოადგენს ჩინური კულტურის ცენტრალურ ფიგურას.